FIFA 22 – ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია
FIFA 22-ში ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია. ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ვიდეოთამაშში წელს 18 წარმომადგენელი გვეყოლება. FIFA 22-ში საუკეთესო ქართველი რეიტინგის მქონე ქართველი გიორგი მაკარიძეა. “ალმერიას” მეკარის მონაცემი 75-ია. მაკარიძის შემდგომ საბა ლობჟანიძე (72) მოდის. აღსანიშნავია, რომ “ჰათაისფორის” ფეხბურთელი ქართველებს შორის ყველაზე სწრაფია (88). გარდა ამისა, საბას სუსტი ფეხი მაქსიმალურ, 5 დონეზე აქვს. FIFA 22-ში ერთი ახალი […]
საოცარი სტატისტიკა, რომელშიც კიტეიშვილი მესის ასწრებს
ოთარ კიტეიშვილმა რომ საოცარი სეზონი ჩაატარა, ამას სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატისტიკა კიდევ უფრო ამტკიცებს. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მეტოქის ფეხებს შუა ბურთის გაძვრენის რაოდენობით ტოპ ფეხბურთელებს შორისაა. ოთარმა მისთვის უკვე დასრულებულ სეზონში ამის გაკეთება 11-ჯერ მოახერხა, რითაც თვით ლეო მესისაც (10) უსწრებს. ლიდერები ამჟამად ალეხანდრო გომესი და ხესუს კორონა (12) არიან, ხოლო კიტეიშვილის მსგავსი […]
ოთარ კიტეიშვილის ბრწყინვალე გოლი მურას კარში | VIDEO
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
სექტემბრის მატჩებამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ავსტრიული საიტი – sturmnetz.at ავრცელებს. ცნობილია, რომ ქართველ ნახევარმცველთან ერთად COVID 19-ით “შტურმის” კიდევ 1 ფეხბურთელი დაინფიცირდა. თავდაპირველად შევიტყვეთ, რომ ოთარს ტრავმა ჰქონდა და საქართველოს ნაკრების შეკრებაზე სწორედ ამიტომ ვერ ჩამოდიოდა. როგორც აღმოჩნდა, ნამდვილი მიზეზი კორონავირუსია. გრაცის “შტურმის” მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ორივე მოთამაშე თავს კარგად […]
საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო კიდევ 2 ფეხბურთელი გამოაკლდა
ერთა ლიგის C დივიზიონის სასტარტო შეხვედრებისთვის ვლადიმირ ვაისმა გუნდში 27 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა ტრავმის გამო, გუნდმა უკვე 4 მათგანი მოისაკლისა. თავდაპირველად, დაზიანება ჯიმი ტაბიძემ მიიღო, რომელიც “დინამო თბილისის” ცენტრალურმა მცველმა დავით კობოურმა შეცვალა, ვისთვისაც ეს ნაკრებში სადებიუტო შეკრებაა. მოგვიანებით, “ფერენცვაროშის” უკანახაზელი ლაშა დვალი დაშავდა, ვისც ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა და ის “დინამო ბათუმის” დამცველმა მამუკა […]
კიტეიშვილის გუნდს საოცარი მაკრატელა გაუტანეს (ვიდეო)
კიტეიშვილის საოცარი თამაში ერიქსენის წინააღმდეგ (ვიდეო)
დანაკლისი – საქართველოს ნაკრებს ფინალში ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება
ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩამდე სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. “შტურმის” ოფიციალური გვერდის თანახმად, ოთარ კიტეიშვილმა საზარდულის ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანზე ის 6 კვირის განმავლობაში ვერ გავა. იქიდან გამომდინარე, რომ ერთა ლიგის ფინალი 12 ნოემბერს გაიმართება, ვლადიმირ ვაისის გუნდი მაკედონიასთან ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს. “ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი ინფორმაციაა. ოთარმა ბოლო 3 თვეში მე-3 დაზიანება მიიღო. […]
საქართველოს ნაკრების წევრებს კარანტინში ყოფნა მოუწევთ
კორონავირუსი 26 მარტს, ბელარუსთან გასამართ ისტორიულ მატჩს საფრთხეს უქმნის. არსებობს შანსი, რომ ევროპულ გუნდებში მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელებმა ქვეყანაში ჩამოსვლა ვერ მოახერხონ. ცოტა ხნის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აქამდე არსებულ 4 ქვეყანას, კიდევ 4 დაემატა და იქედან შემოსული მგზავრებისთვის საზღვარზე შემოწმების შემდეგ კარანტინი ან თვითიზოლაცია სავალდებულო გახდა. ესენია: საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, გერმანია. […]
რა შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა საბერძნეთთან მატჩში?
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთთან სტუმრად ფრე – 1:1 ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპის წამყვანმა სტატისტიკურმა გამოცემებმა ქართველ ფეხბურთელებს შეფასებები დაუწერეს. Whoscored.com-ის ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა – ქართველთა მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლის ავტორმა – 8.2 კოეფიციენტი მიიღო, ყველაზე დაბალი შეფასება კი, საბა ლობჟანიძემ და შეცვლაზე შემოსულმა […]
ქართველთა გოლები ამხანაგურ მატჩებში (ვიდეო)
ევროპაში ნელ-ნელა წინასასეზონო მომზადება იწყება და ამხანაგური მატჩებიც მრავლად იმართება. ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” დაბალლიგელ “გლეისდორფს” შეხვდა და უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში მეტოქეს ერთბაშად 4 გოლი გაუტანა ისე რომ არც ერთი არ გაუშვია და დამაჯერებლად იმარჯვა. გრაცელთა რიგით მესამე გოლი სწორედ კიტეიშვილის ანგარიშზეა. გიორგი ქვილითაიას, გიორგი ბერიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის “გენტმა” დაბალლიგელი “მერელბეკე” 6:1 […]
ოთარ კიტეიშვილის 3 საყვარელი წიგნი
ოთარ კიტეიშვილმა გრაცის “შტურმის” ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა, სადაც გულშემატკივარს 3 თავისთვის საყვარელი წიგნი ურჩია. “მშვიდი ბიჭი ვარ. მირჩევნია ტემპერამენტი მოედანზე, ბურთთან ერთად ვაჩვენო. იმათ არ გავეკუთვნები, ვინც კლუბებში დადიან. მირჩევნია დრო მეუღლესთან ერთად გავატარო ან წიგნები ვიკითხო.” “წიგნებს ქართულად და ინგლისურად ვკითხულობ. ამავდროულად, ასე ვაუმჯობესებ უცხო ენის დონეს. გერმანული ისე არ ვიცი, რომ ამ ენაზე […]