გრანიტ ჯაკა კარიერას ლევერკუზენში გააგრძელებს
“არსენალის” ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა კარიერას “ბაიერ ლევერკუზენში” გააგრძელებს. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ლევერკუზენმა” ჯაკა 21.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა, “არსენალი” ჯამში 25 მილიონს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ გრანიტს “მეთოფეთა” რიგებში თითქმის 300 (297) შეხვედრა აქვს ჩატარებული და ლონდონური კლუბის რიგებში 23 გოლის გატანა შეძლო. ამასთან ერთად ჯაკამ FA თასის გამარჯვებულიც გახდა.
ოფიციალურად | რეალმა 18 წლის თურქი ამომავალი ვარსკვლავი შეიძინა
მადრიდის “რეალმა” 18 წლის თურქი ფეხბურთელის – არდა გიულერის ტრანსფერი გააოფიციალურა. არდა გიულერი 18 წლის ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც “ფენერბაჰჩეს” ღირსებას 2021 წლიდან იცავს. არდა უკვე ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და ნაკრების ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურა გახდა. მან ნაკრებში 4 მატჩი ითამაშა, სადაც ერთი გოლის გატანა შეძლო. განვლილ სეზონში კი თურქეთის ჩემპიონატში, 32 მატჩში გიულერის მონაგარი 7 გატანილი […]
ოფიციალურად: მარკო ასენსიო პსჟ-ს ფეხბურთელია
ესპანეთის ეროვნული ნაკრების 27 წლის შემტევმა – მარკო ასენსიომ, მადრიდული კლუბი 9-წლიანი კარიერის შემდეგ ოფიციალურად დატოვა და ახალი სეზონიდან მას ახალ კლუბში, კერძოდ კი “პსჟ”-ში ვიხილავთ. მარკო ასენსიომ “პსჟ”-სთან კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა, რის მიხედვითაც იგი კლუბში 2026 წლის ჩათვლით დარჩება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პარიზულმა კლუბმა ესპანეთის ნაკრების შემტევი სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის […]
კაზემირო: “თუ მესი არ გიყვარს, სხვანაირად ფეხბურთი ვერ გეყვარება…”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” 31 წლის ნახევარმცველმა – კაზემირომ, ლეო მესის შესახებ ისაუბრა. “ფეხბურთი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამაერთინებელია. არ არსებობს ქვეყანა სადაც ფეხბურთი და შესაბამისად მესი არ უყვართ, რადგან თუ გიყვარს ფეხბურთი, აუცილებელია გიყვარდეს მესი, სხვანაირად არ შეიძლება… როდესაც რეალში ვთამაშობდი, პირადი დავალება მქონდა, რომ ლეო გამენეიტრალებინა. ჩემს კარიერაში არასოდეს ისე […]
ბრაზილიის მთავრობამ ნეიმარი 3.3 მილიონი დოლარით დააჯარიმა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიის მთავრობამ ნეიმარი 3.3 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზი სახლის ეზოში ხელოვნური ტბის უნებართვოდ მოწყობა გახდა. ფეხბურთელს შინ რამდენიმე გარემოს დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი ეწვია, რომლებმაც ბევრი დარღვევა აღმოაჩინეს. ნეიმარს ყველაფრის მოსაგვარებლად გარკვეული დრო მისცეს, თუმცა, “პსჟ-ს” შემტევმა პრობლემის მოსაგვარებლად თავი არ შეიწუხა და სოციალურ ქსელში წვეულების ფოტოებიც გაავრცელა, რომელიც ამ ტბაზე იყო გამართული. […]
ალ აჰლი სადიო მანესთვის სამწლიან შეთავაზებას ამზადებს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს დღეებში არაბული კლუბი “ალ აჰლი” სადიო მანეს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ სენეგალელი შემტევი კლუბისთვის მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ “ალ აჰლიმ” სადიო მანეს თანაგუნდელი რობერტო ფირმონი უკვე გადაიბირა. ბრაზილიელმა შემტევმა არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. ბოლო დროს საუდის არაბეთი საკმაოდ გააქტიურდა და მათ ლიგაში არაერთი […]
პარი სენ-ჟერმენმა კრისტოფ გალტიესთან თანამშრომლობა გაწყვიტა
“პარი სენ-ჟერმენმა” და კრისტოფ გალტიემ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი გაწყვიტეს. პარიზულმა კლუბმა ფრანგ სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. “მთელი “პარი სენ-ჟერმენი” კრისტოფ გალტიესა და მის თანაშემწეებს, სეზონის განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის მადლობას ვუხდით. მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებებს მათ კარიერაში.” – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. პარიზულ კლუბთან ერთად გალტიემ საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის სუპერ თასი […]
2024 წლიდან კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკლებს ჩაიბარებს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, იტალიელი სპეციალისტი სამხრეთ ამერიკულ ნაკრებში მუშაობას 2024 წლის ივნისიდან შეუდგება. აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდომაც დაადასტურა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად კარლო ანჩელოტიმ ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრების ჩაბარებას არ აპირებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ “პენტა კამპეონესის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე […]
მას შემდეგ, რაც მაურისიო პოჩეტინომ “ჩელსი” ჩაიბარა 51 წლის სპეციალისტმა მედიასთან პირველად ისაუბრა. მისი თქმით, ის კმაყოფილია, რომ ამ კლუბში მოუწევს მუშაობა. “ჩელსის” შემოთავაზებაზე დათანხმება ძალიან ადვილი იყო. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და ისე ვითამაშებთ, რო, ფანებს დიდი სიამოვნება მივანიჭოთ. “ჩელსის” ისტორია გამარჯვებას და ყოველთვის სათავეში ყოფნას უკავშირედება. ჩავარდნები არ უნდა გვქონდეს. ბოლო 10, 12, 15 […]
“ოქროს ბურთს ჰოლანდი, მბაპე ან ვინისიუსი მოიგებს” – პატრიკ კლუივერტი
ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდამ პატრიკ კლუივერტმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტები დაასახელა, სადაც ლიონელ მესი ვერ მოხვდა. მისი თქმით, ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოს ჰოლანდი, მბაპე ან ვინისიუსი მოიგებს. სპორტული გამოცემების თანახმად, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ჰოლანდსა მესის აქვთ. მიუხედავად ამისა, კლუივერტი არგენტინელს სამ საუკეთესო კანდიდატშიც კი არ განიხილავს. “ოქროს ბურთს ჰოლანდი, მბაპე, ან ვინისიუსი მოგებს.” – განაცხადა […]
“მან ხავის ნდობა უნდა მოიპოვოს” – ჟოან ლაპორტა ფატიზე
ესპანურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ანსუ ფატი კატალონიას დატოვებდა, მაგრამ ლაპორტამ განაცხადა, რომ ახალგაზრდა შემტევი არსად წავა. “ბარსელონას” შემტევი და ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი ანსუ ფატი სათამაშო დროის სიმწირეს უჩივის. ანსუს 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე სერიოზული ტრავმის გამო არ უთამაშია, 2021/22 წლების სეზონში კი რამდენიმე დაზიანების გამო საკმაო დრო გაუცდა. ფეხბურთელმა გასული […]
გიორგი კვერნაძე კარიერას ფროზინონეში გააგრძელებს
“დინამო ბათუმის” ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე კარიერას იტალიურ “ფროზინონეში” გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი იტალიურ კლუბს ერთ წლიანი იჯარის წესით შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში კვერნაძის გამოსყიდვის პუნქტიც არის ჩამატებული. “ფროზინონე” იტალიის უმაღლეს ლიგაში 4 წლის შემდეგ დაბრუნდა. გიორგი კვერნაძე მიმდინარე სეზონში “დინამო ბათუმის” ღირსებას იცავდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბათუმურ კლუბში 7 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.