FIFA-ს წლის საბოლოო რეიტინგი: საქართველოს ნაკრებმა 2012 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგი აჩვენა
საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი საუკეთესო შედეგით დაასრულა და ფიფას რეიტინგში 85-ე პოზიცია დაიკავა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 23 დეკემბერს 2021 წლის შემაჯამებელი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი წინა შედეგთან მიმართებაში 1 საფეხურით დაწინაურდა და საბოლოოდ 85-ე ადგილი დაიკავა. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს წელიწადი ასეთი მაღალი მაჩვენებლით არ დაუსრულებია, მაშინ “ჯვაროსნებმა” 73-ე ადგილი დაიკავეს. […]
ამერიკელმა სტუდენტმა FIFA-ში მოედნის სრული ხედის დასანახად 6500$-იანი მონიტორი შეიძინა
საფეხბურთო სიმულატორი FIFA ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ამას ხელს ის ფაქტორიც უწყობს, რომ ვიდეო-თამაშის შემქმნელები საკუთარი პროდუქციის გაუმჯობესებას და მაქსიმუმამდე დახვეწას წლიდან წლამდე ცდილობენ. შესაბამისად, ფეხბურთის გულშემატკივრების საყვარელი გასართობი უკვე არაერთი თინეიჯერის ცხოვრების წესადაც კი იქცა. ამის ნათელი მაგალითია, ამერიკელი ახალგაზრდა, რომელიც სოციალურ ქსელებში გეთსბის სახელითაა ცნობილი. 19 წლის ბიჭი, რომელიც კომპიუტერულ მეცნიერებათა […]
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
17 სექტემბერს ფიფას მსოფლიო რეიტინგი განახლდა. საქართველოს ნაკრებს აქ პატარა პროგრესი აქვს. “ჯვაროსნები” მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდნენ და 89-ე ადგილს იკავებენ. სექტემბრის თვეში ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის C დივიზიონში გამოსვლა დაიწყო და ჯერ ესტონეთი – 1:0 დაამარცხა, შემდეგ კი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრე – 1:1 ითამაშა. რაც შეეხება D ლიგის ნახევარფინალში ჩვენს მეტოქეს, ბელარუსი 87-ე […]
მომავლის ფეხბურთი – ფიფა წესებში ცვლილებებს აპირებს და ექსპერიმენტს ატარებს
ნიდერლანდებში, Future of Football Cup-ზე, სადაც ,,პსვ-ის”, ,,ალკმაარის”, ,,ბრიუგესა” და ,,ლაიფციგის” 19-წლამდელთა გუნდები ასპარეზობენ, ახალი საფეხბურთო წესების გამოცდა დაიწყო. საუბარია 5 ცვლილებაზე, რომელსაც ფიფა სამომავლოდ განიხილავს: აუტის ჩაწოდება ფეხით. ჯარიმის გათამაშება დრიბლინგით, პასის გარეშე. ცვლილებების შეუზღუდავი რაოდენობა. ფეხბურთელი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, მოედანს 5 წუთით დატოვებს. ორი 30-წუთიანი ტაიმი (იგულისხმება სუფთა დრო, რაც იმას ნიშნავს, […]
ინფანტინო: ,,სერია ა 1 წლის განმავლობაში ატარებს იმ რაოდენობის მატჩებს, რისთვისაც ფიფას 30 წელიწადი დასჭირდება”
ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარება საკლუბო ტურნირებზე უარყოფითად არ აისახება: ,,ეს პროექტი ეროვნული ლიგების დასაცავადაა, რადგან ნაკლები პაუზა იქნება, გარდა ამისა, ფეხბურთელებს ივლისში მინიმუმ სამკვირიანი დასვენება ექნებათ. იტალიის საფეხბურთო ლიგა 1 წლის განმავლობაში ატარებს იმ რაოდენობის მატჩებს, რისთვისაც ფიფას 30 წელიწადი დასჭირდება. ასე რომ, არამგონია, მსოფლიო ჩემპიონატისა და […]
საქართველოს პოზიცია უცვლელია, ბელგია ისევ ლიდერობს – ფიფამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, 12 აგვისტოს მამაკაცთა ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ 27 მაისის შემდეგ ეს პირველად მოხდა, შესაბამისად ამ პერიოდში ისეთი დიდი სანაკრებო ფორუმები შედგა, როგორებიც ევროპის ჩემპიონატი, კოპა ამერიკა, აფრიკის ეროვნებათა თასი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები და სხვა დიდი თუ მცირე ტურნირებია, რის მერეც ბევრმა ქვეყანამ რეიტინგში პოზიცია შეიცვალა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ამ […]
50 ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ფიგურა მსოფლიოში
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში 50 ყველაზე გავლენიანი ფიგურის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდნენ აქტივისტები, საფეხბურთო ფუნქციონერები, ბრენდები, მსაჯები, მენეჯმენტის თუ მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელები. სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 50. ოქროს ბურთი. 49. ხალიდა პოპალი (აქტივისტი) 48. ჟან-მიშელ ოლასი (“ლიონის” პრეზიდენტი) 47. რუი პინტუ (Football Leaks-ის დამფუძნებელი) 46. […]
“ყოველგვარ დისკრიმინაციას ვგმობთ” – ფიფამ ტრამპს უპასუხა
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აშშ-ს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო მატჩების ყურებას აღარ აპირებს. აშშ-ს პირველმა პირმა ასეთი გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჰიმნის დროს, მშვიდობიანი პროტესტის მიზნით დაჩოქება დაუშვა. “FIFA მტკიცედ ემხრობა ტოლერანტობას, ურთიერთპატივისცემასა და საღი აზრის გავრცელებას. როცა ასეთი მწვავე მდგომარეობაა მსოფლიოში, ფიფა ნულოვან […]
კოსოვოსთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
2021 წლის 21 ოქტომბერს ფიფამ მსოფლიოს განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების შედეგად, საქართველოს ნაკრები სექტემბრის შედეგთან შედარებით სამი საფეხურით დაწინაურდა და 93-ე ადგილს იკავებს. ამ მაჩვენებლით “ჯვაორნსებმა” ლუქსემვბურგის, ბელარუსისა და ყირგიზეთის ნაკრებებს გადაასწრეს. სექტემბრის თვეში საქართველოს ნაკრებმა ორი ოფიციალური შეხვედრა გამართა: საბერძნეთის წინააღმდეგ შინ – 0:1 და კოსოვოსთან, სტუმრად – 2:1. ორივე მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი […]
5 საფეხურით უკან – საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა
16 სექტემბერს მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სანაკრებო რეიტინგები განაახლა. განახლებული მონაცემებით, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები FIFA/კოკა-კოლას რეიტინგში 96-ე ადგილს იკავებს, რაც წინა შედეგთან შედარებით 5 პოზიციით ნაკლებია. აქამდე, საქართველოს ნაკრებს 91-ე ადგილი ეჭირა, 2017 წლის შემდეგ (103) კი ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სექტემბრის თვეში განახლებული ციფრების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ვიეტნამმა, ლუქსემბურგმა, იორდანიამ კონგომ და ბაჰრეინმა გადაასწრეს. რაც […]
მინო რაიოლა: “ჯანი ინფანტინოს უნდა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვიცხოვროთ”
ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა ფიფას უპირისპირდება. ამის მიზეზი ფეხბურთელებისთვის სახელფასო ზღვრის დაწესებაა. “თუ ფიფა სახელფასო ზღვრის დაწესებას გადაწყვეტს, ეს იმას ნიშნავს რომ კლუბები გადაწყვეტილ;ების დამოუკიდებლად მიღებას ვეღარ მოახერხებენ. ცხადია, სატრანსფერო ბაზარი აღარ მუშაობს ისე, როგორც ფიფა სურს, რადგან მოთამაშეს შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. ისინი ამ სპორტის აქტივს წარმოადგენენ. თუ მოთამაშეთა ხელფასს შევზღუდავთ, უნდა შემოვიტანოთ […]