წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 12-დან 22 დეკემბრის ჩათვლით საუდის არაბეთის ქალაქი – ჯიდა უმასპინძლებს. ფიფამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამოაცხადა. უკვე ცნობილია იმ ექვსი გუნდის ვინაობა (7 მონაწილიდან), რომლებიც მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ – ,,მანჩესტერ სიტი” (ინგლისი), ,,ურავა რედსი” (იაპონია), ,,ალ აჰლი” (ეგვიპტე), ,,ლეონი” (მექსიკა), ,,ოკლენდ სიტი” (ახალი ზელანდია), ,,ალ იტიჰადი” (საუდის არაბეთი). ამ ექვს გუნდს […]
2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს აშშ უმასპინძლებს
პირველ 32-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ინფორმაციას ფიფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მასპინძლის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყო ინფრასტრუქტურისა და სერვისის მოთხოვნები, ასევე, ტურნირის ფართო, სტრატეგიული ამოცანები. ფიფას გადაწყვეტილებით, 32 გუნდიდან ოკეანეთს – 1, აზიას, აფრიკასა და ჩრდ. ამერიკას 4-4, სამხრეთ ამერიკას – 6, ევროპას კი 12 წარმომადგენელი ეყოლება. 32-ე […]
საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდა. ჩვენი გუნდი აქამდე 78-ე პოზიციას იკავებდა, მარტის თვეში გამართული ორი მატჩის შემდეგ კი ერთი საფეხურით მაღლა აიწია და 77-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამაზე წინ საქართველოს ნაკრები ბოლოს 2013 წლის თებერვალში იყო, როცა ფიფას რეიტინგში 69-ე პოზიციას იკავებდა. მარტის თვეში საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა ჩაატარა – მონღოლეთთან ამხანაგურ […]
ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა. ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ნაკრებები 16 3-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებოდნენ, თუმცა ოფიციალურ პირებს არ მოსწონდათ ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ნაკრებს ტურნირზე მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოუწევდათ. ამიტომ, ახალი გადაწყვეტილებით, 12 ოთხგუნდიანი ჯგუფი გაკეთდება. პირველად ისტორიაში 2026 […]
რუსეთს უეფა სუპერთასის მასპინძლობის უფლებაც ჩამოერთვა
ფიფამ და უეფამ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსულ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე თამაში რამდენიმე თვის წინ აუკრძალა. როგორც ჩანს, მანამ, სანამ უკრაინში ომი გაგრძელდება, სასჯელი ძალაში დარჩება. Sky News-ის ინფორმაციით, რუსეთი ვერც უეფას სუპერთასს უმასპინძლებს, რომელიც აგვისტოში ყაზანში უნდა გამართულიყო. ხვალ რუსეთის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლები ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებას აპირებენ და მათი ნაკრებისა და გუნდების საერთაშორისო […]
ინფანტინო: ,,თუ დღეში, 3 საათის განმავლობაში, ლუდს ვერ დალევთ, გადაიტანთ”
ფიფას პრეზიდენი, ჯანი ინფანტინო, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე სტადიონებზე ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვას გამოეხმაურა: ,,თუ ეს მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე დიდი პრობლემა იქნება, ამაზე ხელს ახლავე ვაწერ და 18 დეკემბრამდე სანაპიროზე დასასვენებლად მივდივარ… პირველ ყოვლისა, ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ამ მუნდიალზე ყველა გადაწყვეტილება ფიფასა და ყატარის შეთანხმებითაა მიღებული. ქვეყანაში 200-ზე მეტი ადგილი იქნება, სადაც ალკოჰოლის შეძენას შეძლებთ. არის […]
ინფანტინო: ,,ევროპამ მომდევნო 3 ათასი წლის განმავლობაში ბოდიში უნდა იხადოს”
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, მსოფლიო ჩემპიონატის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ყატარის მიმართ ევროპული ქვეყნების კრიტიკას უპასუხა: ,,დღეს თავს ყატარელად ვგრძნობ, დღეს თავს არაბად ვგრძნობ, დღეს თავს აფრიკელად ვგრძნობ, დღეს თავს გეიდ ვგრძნობ, დღეს თავს შშმ პირად ვგრძნობ, დღეს თავს მიგრანტ მუშად ვგრძნობ… არც ყატარელი ვარ, არც – აფრიკელი, არც – გეი, არც – შშმ პირი, ნამდვილად […]
ჯანი ინფანტინო რუსეთსა და უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო უკრაინასა და რუსეთს, მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, ფეხბურთი ხალხს აერთიანებს. ინდონეზიაში მსოფლიო ლიდერებთან საუბრისას, დიდი ოცის მე-17 სამიტზე, ინფანტინომ თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება გახდეს პლატფორმა კონფლიქტის დასასრულებლად. ”ფეხბურთი სიკეთის ძალაა. გულუბრყვილო არ ვარ. იმას არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთს მსოფლიოს პრობლემების გადაჭრა შეუძლია. ჩვენი, როგორც სპორტული […]
ფიფამ დანიის მოთხოვნა უარყო | სკანდინავიელები ადამიანის უფლებების მხარდასაჭერი მაისურებით ვერ ივარჯიშებენ
დანიის ფეხბურთის ასოციაციამ გუშინ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ფიფამ მათი მოთხოვნა, ადამიანის უფლებების დაცვის მხარდასაჭერი მაისურებით ვარჯიშთან დაკავშირებით, უარყო. სკანდინავიელები ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს თავიდანვე აპროტესტებდნენ. მათი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი მუშებისთვის არასათანადო პირობები იყო. “დღეს ფიფასგან მივიღეთ შეტყობინება, რომ სავარჯიშო მაისურები, რომლებიც ჩვენს ფეხბურთელებს უნდა ეტარებინათ, ტექნიკური მიზეზების გამო უარყოფილია. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. […]
ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშო დროის 100 წუთამდე გაზრდას აპირებს
2022 წლის ნოემბერში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, FIFA სათამაშო დროის 100 წუთამდე გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია აღნიშნული საკითხის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ სპორტის ამ სახოებაში სუფთა სათამაშო დრომ, ანუ იმ ეპიზოდებმა, როცა ბურთი თამაშშია და იგი სხვადასხვა მიზეზით არ ჩერდება, საგრძნობლად იკლო. სათამაშო ტემპის ვარდნის წინააღმდეგ ბრძოლას, ფიფაში მსაჯებისთვის დირექტივის მიცემის მეთოდით აპირებს, […]
რუსეთმა ფიფასა და უეფას ერთობლივი გადაწყვეტილება გაასაჩივრა
რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ფიფასა და უეფას გადაწყვეტილებები სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. საუბარია სანქციაზე, რომლის თანახმადაც რუსულ ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ფიფამ და უეფამ ასეთი გადაწყვეტილება 28 თებერვალს მიიღეს. მანამდე პოლონეთის, შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებებმა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას მიმართეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საფლეიოფო მატჩში […]
ფიფა საერთაშორისო ტურნირებიდან რუსეთის მოკვეთას აპირებს
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, მის მიერ ორგანიზებული ტურნირებიდან რუსეთის მოკვეთას აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფიფა რუსეთის დისკვალიფიკაციის შესახებ უეფასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. თუ დისკვალიფიკაცია დადასტურდება, სასჯელი რუსეთის ყველა საფეხბურთო ნაკრებს შეეხება. FIFA set to suspend Russia from internationals – source https://t.co/6AaxLomx2J pic.twitter.com/rbwd64fl0j — Reuters (@Reuters) February […]