“აღიარება სირცხვილია არაა” – უეფა ფიფას წესების შეცვლას სთავაზობს
უეფამ ფიფას შესთავაზა შეცვალოს წესები, რათა მსაჯებმა დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილონ მოთამაშეთა უსამართლოდ დასჯა. გამოითქვა ვარაუდი, რომ მსაჯებს კვლავ მიეცეთ შესაძლებლობა თავად გადაწყვიტონ, ბურთის ფრენის ტრაექტორია ფეხბურთელმა განზრახ შეაჩერა თუ არა. “მცდელობა იმისა, რომ კარგად იქნეს ჩაწერილი საკამათო ეპიზოდი, მრავალი არასწორი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა, რასაც საფეხბურთო საზოგადოების მზარდი იმედგაცრუება და დისკომფორტი მოჰყვა. თამაშის […]
“ყოველგვარ დისკრიმინაციას ვგმობთ” – ფიფამ ტრამპს უპასუხა
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აშშ-ს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო მატჩების ყურებას აღარ აპირებს. აშშ-ს პირველმა პირმა ასეთი გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჰიმნის დროს, მშვიდობიანი პროტესტის მიზნით დაჩოქება დაუშვა. “FIFA მტკიცედ ემხრობა ტოლერანტობას, ურთიერთპატივისცემასა და საღი აზრის გავრცელებას. როცა ასეთი მწვავე მდგომარეობაა მსოფლიოში, ფიფა ნულოვან […]
წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 12-დან 22 დეკემბრის ჩათვლით საუდის არაბეთის ქალაქი – ჯიდა უმასპინძლებს. ფიფამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამოაცხადა. უკვე ცნობილია იმ ექვსი გუნდის ვინაობა (7 მონაწილიდან), რომლებიც მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ – ,,მანჩესტერ სიტი” (ინგლისი), ,,ურავა რედსი” (იაპონია), ,,ალ აჰლი” (ეგვიპტე), ,,ლეონი” (მექსიკა), ,,ოკლენდ სიტი” (ახალი ზელანდია), ,,ალ იტიჰადი” (საუდის არაბეთი). ამ ექვს გუნდს […]
2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს აშშ უმასპინძლებს
პირველ 32-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ინფორმაციას ფიფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მასპინძლის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყო ინფრასტრუქტურისა და სერვისის მოთხოვნები, ასევე, ტურნირის ფართო, სტრატეგიული ამოცანები. ფიფას გადაწყვეტილებით, 32 გუნდიდან ოკეანეთს – 1, აზიას, აფრიკასა და ჩრდ. ამერიკას 4-4, სამხრეთ ამერიკას – 6, ევროპას კი 12 წარმომადგენელი ეყოლება. 32-ე […]
5 საფეხურით უკან – საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა
16 სექტემბერს მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სანაკრებო რეიტინგები განაახლა. განახლებული მონაცემებით, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები FIFA/კოკა-კოლას რეიტინგში 96-ე ადგილს იკავებს, რაც წინა შედეგთან შედარებით 5 პოზიციით ნაკლებია. აქამდე, საქართველოს ნაკრებს 91-ე ადგილი ეჭირა, 2017 წლის შემდეგ (103) კი ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სექტემბრის თვეში განახლებული ციფრების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ვიეტნამმა, ლუქსემბურგმა, იორდანიამ კონგომ და ბაჰრეინმა გადაასწრეს. რაც […]
50 ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ფიგურა მსოფლიოში
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში 50 ყველაზე გავლენიანი ფიგურის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდნენ აქტივისტები, საფეხბურთო ფუნქციონერები, ბრენდები, მსაჯები, მენეჯმენტის თუ მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელები. სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 50. ოქროს ბურთი. 49. ხალიდა პოპალი (აქტივისტი) 48. ჟან-მიშელ ოლასი (“ლიონის” პრეზიდენტი) 47. რუი პინტუ (Football Leaks-ის დამფუძნებელი) 46. […]
FIFA-ს წლის საბოლოო რეიტინგი: საქართველოს ნაკრებმა 2012 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგი აჩვენა
საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი საუკეთესო შედეგით დაასრულა და ფიფას რეიტინგში 85-ე პოზიცია დაიკავა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 23 დეკემბერს 2021 წლის შემაჯამებელი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი წინა შედეგთან მიმართებაში 1 საფეხურით დაწინაურდა და საბოლოოდ 85-ე ადგილი დაიკავა. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს წელიწადი ასეთი მაღალი მაჩვენებლით არ დაუსრულებია, მაშინ “ჯვაროსნებმა” 73-ე ადგილი დაიკავეს. […]
ამერიკელმა სტუდენტმა FIFA-ში მოედნის სრული ხედის დასანახად 6500$-იანი მონიტორი შეიძინა
საფეხბურთო სიმულატორი FIFA ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ამას ხელს ის ფაქტორიც უწყობს, რომ ვიდეო-თამაშის შემქმნელები საკუთარი პროდუქციის გაუმჯობესებას და მაქსიმუმამდე დახვეწას წლიდან წლამდე ცდილობენ. შესაბამისად, ფეხბურთის გულშემატკივრების საყვარელი გასართობი უკვე არაერთი თინეიჯერის ცხოვრების წესადაც კი იქცა. ამის ნათელი მაგალითია, ამერიკელი ახალგაზრდა, რომელიც სოციალურ ქსელებში გეთსბის სახელითაა ცნობილი. 19 წლის ბიჭი, რომელიც კომპიუტერულ მეცნიერებათა […]
განხეთქილება ევროპის სუპერ ლიგაში: კლუბების ნაწილმა ტურნირში მონაწილეობა გადაიფიქრა
ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოება ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეამ მოიცვა. ახალი ტურნირის შექმნის იდეამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა კლუბების, ეროვნული ფედერაციების, ქომაგთა არმიის, მედიის, ვეტერანი თუ მოქმედი საფეხბურთო მოღვაწეების დიდი ნაწილი, ახალ პროექტს უფრო სკეპტიკურად უყურებს, ვიდრე მხარს უჭერს. ამ ყველაფრის ფონზე, სულ ცოტა ხნის წინ, ევროპულმა მედია საშუალებებმა ჯერჯერობით დაუდასტურებელი, თუმცა საკმაოდ […]
დემბელეს გამო, FIFA-მ ბარსელონას შესაძლოა ყოველდღიურად 21 000 ევრო გადაუხადოს
შესაძლოა ისე მოხდეს, რომ FIFA-მ “ბარსელონას” ყოველდღიურად კომპენსაციის სახით 20 548 ევრო გადაუხადოს. საქმე უსმან დემბელეს ეხება, რომელმაც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და საფრანგეთის ეროვნულ გუნდს ტურნირზე ვეღარ დაეხმარება. “ბარსელონას” მეთერთმეტე ნომერს მარჯვენა მუხლის ბიცეპსის მყესის ტრავმა აქვს, რაც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. კერძოდ, ეს შემთხვევა იმას […]
ინფანტინო: ,,ევროპამ მომდევნო 3 ათასი წლის განმავლობაში ბოდიში უნდა იხადოს”
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, მსოფლიო ჩემპიონატის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ყატარის მიმართ ევროპული ქვეყნების კრიტიკას უპასუხა: ,,დღეს თავს ყატარელად ვგრძნობ, დღეს თავს არაბად ვგრძნობ, დღეს თავს აფრიკელად ვგრძნობ, დღეს თავს გეიდ ვგრძნობ, დღეს თავს შშმ პირად ვგრძნობ, დღეს თავს მიგრანტ მუშად ვგრძნობ… არც ყატარელი ვარ, არც – აფრიკელი, არც – გეი, არც – შშმ პირი, ნამდვილად […]