22 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სერია A-ს უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, “სასუოლო” “მილანს” დაუპირისპირდება. პარალელურ მატჩში, “ინტერი” “სამპდორიას” უმასპინძლებს. მილანურ გრანდებს შორის სკუდეტოსათვის გაჩაღებულ ბრძოლაში, აღნიშნულ მატჩებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. “სასუოლოსთან” ფეხის დაცდენის შემთხვევაში, “მილანი”, რომელიც ამჟამად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება, შესაძლოა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს და ნანატრ ტიტულს დაემშვიდობოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, “მილანის” ფანებმა გუნდისათვის განსაკუთრებული […]