შოთა არველაძე: “თამაშის ხარისხი გვაინტერესებს, მაგრამ ქულების მოპოვებაც აუცილებელია”
“ჰალ სიტიში” დანიშნულმა შოთა არველაძემ კარგად დაიწყო. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებული პირველი შეხვედრა ჩემპიონშიფის 28-ე ტურის ეგიდით, “სუონსი სიტის” წინააღმდეგ (2:0) მოიგო და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე ფეხბურთელის დამატებაც მოახერხა. ამ თემების შესახებ 48 წლის ქართველმა სპეციალისტმა “ჰალ სიტის” ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ისაუბრა. “ამ ოთხი ტრანსფერის განხორციელების შემდეგ ჩვენ ცოტათი […]
გიორგი მამარდაშვილი ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის 21-წლამდე ფეხბურთელთა სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ასეთი თერთმეტეული ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სპორტულმა სტატისტიკურმა კომპანიამ, Sofascore-მა გამოაქვეყნა, რომლის ვერსიითაც, 21 წლის ქართველი გოლკიპერი სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მეორე თვეში მოხვდა. 💎 | U21 Team of the Month Since there will be no more action in the top 5 leagues […]
FIFA 22: საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლას იწყებს
კიბერ ფეხბურთში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის გათამაშებაში ჩაერთვება და ტურნირის დასკვნით ეტაპზე მოხვედრას შეეცდება. საამისოდ FIFA 2022-ის ტურნირში, რომელიც ტურნირი Playstation 5-ის კონსოლით გაიმართება, საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა დაძლიოს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სადებიუტო გამოსვლისას საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ბაჰრეინის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ყაზახეთის და მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისის […]
5 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ბულგარეთს სტუმრად დაუპირისპირდება. იქამდე, ვიდრე “ლუდოგორეცის ჰუვეფარმა არენაზე” ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, საინტერესო იქნება სტატისტიკაში ჩახედვა და ამ თარიღით ჩატარებული მატჩების გახსენება. საინტერესოა, რომ 5 ივნისი ეროვნული გუნდის ისტორიაში არცისე კარგი დღეა და ამ თარიღით გამართულ სამივე შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელები დამარცხდნენ. […]
დინამო თბილისმა ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დაიბრუნა
საქართველოს ექს-ჩემპიონმა “დინამო თბილისმა” ბოლო წლების განმავლობაში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, დავით კობოური დაიბრუნა. ინფორმაციას საკუთარ სოციალურ ქსელში ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ავრცელებს. 24 წლის ცენტრალური მცველი ჩეხეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ “კარვინაში” იჯარის წესით 5 თვის განმავლობაში თამაშობდა, სადაც 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო, ახლა კი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. “მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ […]
ოფიციალური წინადადება: ვერონა ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1.6 მილიონს იხდის
ევროპული სატრანსფერო გამოცემები, მათ შორის Transfermarkt-ი აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, 24 წლის ქართველი ცენტრალური მცველი რამდენიმე იტალიურ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის სერია A-ში აღზევებულ “კრემონეზეს“, თუმცა ყველაზე დიდ ინტერესს “ვერონა” იჩენს. იტალიური პრესის ინფორმაციით, “ვერონამ” ავსტრიულ “ვოლფსბერგერს” უკვე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა და […]
ნაპოლის სპორტული დირექტორი: “კვარაცხელიას სანაცვლოდ 2 წლის წინ 30 მილიონს გვთხოვდნენ”
იტალიური “ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალების შესახებ ისაუბრა. იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა გაიხსენა, რომ ნეაპოლურ გრანდს 2 წლის წინ 21 წლის ტალანტის დამატება 30 მილიონ ევროდ შეეძლო. “პირველად რომ ვნახე ხვიჩას ვიდეო, მაშინ ცხრამეტი წლის უნდა ყოფილიყო, მაგრამ უკვე კარგად ახერხებდა შესანიშნავად თამაშს. გატუზო ჯერ […]
ისტორიული რეკორდი: ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 20 მილიონით გაიზარდა
საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 20 მილიონით გაიზარდა და ახლა ის 35 მილიონ ევროს შეადგენს. 21 წლის ფეხბურთელის განახლებული ფასი Transfermarkt-მა გამოაქვეყნა და ახლა ის 15 მილიონის ნაცვლად 35 მილიონ ევროს შეადგენს. ცხადია, ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. სექტემბრის თვემდე რეკორდსმენი სწორედ “კვარა” გახლდათ, რომლის ფასიც “რუბინის” შემადგენლობაში თამაშის დროს […]
ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი: “საქართველოს ძალიან კარგი ციკლი ჰქონდა, ქულების მოპოვება ყველა გუნდს შეუძლია”
ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის კლასიკური შესარჩევი ეტაპის წილისყრის და საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში მოხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩაატარა. ასევე, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ შოტლანდიის ნაკრებს. ესპანეთი, რა თქმა უნდა, ფავორიტია, თუმცა ვფიქრობ ყველა გუნდს შეუძლია ქულების მოპოვება და ეს შესაძლოა ჩვენთვის როგორც უპირატესობა, ასევე პრობლემა […]
ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ბოლო სათამაშო კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. სტატისტიკურმა კომპანია Whoscored-მა ევროპაში 5 საუკეთესო შიდა ჩემპიონატის ბოლო ტურების საუკეთესო 11 ფეხბურთელისგან შემდგარი სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, სადაც 21 წლის ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა, მისი კოეფიციენტი კი 8.9 ქულას უდრიდა. მსოფლიო ფეხბურთის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი საუკეთესო თერთმეტეულში ისეთ ფეხბურთელებთან […]
ნაპოლის კაპიტანი: “კვარა ბრწყინვალედ დაბრუნდა”
“ნაპოლის” კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ მისი თანაგუნდელის და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ხვიჩა კვარაცხელია ახლა კარგად არის. მას ზურგის ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ახლა უკვე გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს. ის ბრწყინვალედ დაბრუნდა და იმედი მაქვს, კვლავაც გააკეთებს იმის კეთებას, რასაც აქამდე აკეთებდა”, – თქვა იტალიის ნაკრების მარჯვენა მცველმა. ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურ შეხვედრაში მოედანზე […]
გიორგი მიქაუტაძე: “საქართველოს ნიჭიერი ახალი თაობა ჰყავს, რომელსაც დიდ ტურნირზე თამაშის შანსი ექნება”
საქართველოს ნაკრების და ფრანგული “მეცის” თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ გამოცემა lessentiel.lu-სთან ინტერვიუში არაერთი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტი: როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით გუნდში ოდნავ მოგვიანებით დაიმკვიდრეთ ადგილი? გიორგი მიქაუტაძე: თავდაპირველად ნდობის მოპოვება გამიჭირდა, მაგრამ მოგვიანებით, ბელგიაში გატარებული სეზონების შემდეგ, “მეცში” თავის დამკვიდრება და ბომბარდირობისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მომეცა. ჟურნალისტი: წარმატებული კარიერის აშენებისთვის […]