საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ ისაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ გარდა ტურინული გრანდისა, ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ. “თანხებში მე ჩახედული არ ვარ და ეს ნაკლებად მაინტერესებს. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი. მამუკა ჯუღელი ტურინელების წარმომადგენელს შეხვდა და დაილაპარაკეს. ეტყობა, იტალიელებმა ამის საფუძველზე დაწერეს ის ინფორმაცია, რაც მერე გავრცელდა. მაგრამ ჯერ პასუხი […]