შოტლანდიის ნაკრების განაცხადი საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია
შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კლარკმა ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი მატჩების წინ 26 ფეხბურთელისგან დაკომპლექტებული შემადგენლობა დაასახელა. მეკარეები: ზანდერ კლარკი, ანგუს განი, ლიამ კელი. მცველები: ლიამ კუპერი, ჯეკ ჰენდრი, აარონ ჰიკი, დომინიკ ჰიამი, ნათან პატერსონი, რაიან პორტუსი, ენტონი რალსტონი, ენდი რობერტსონი, ჯონ საუტარი, გრეგ ტეილორი, კირან ტირნი. ნახევარმცველები: სტიუარტ არმსტრონგი, ბილი გილმორი, ლუის […]
იტალიური მედია: “კვარა საკუთარი თამაშით უკმაყოფილო იყო და მოედანი თავდახრილმა დატოვა”
იტალიური მედია სერია A-ს 37-ე ტურში, “ნაპოლისა” და “ბოლონიას” შორის ფრედ – 2:2 დასრულებულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და ნეაპოლელთა ლიდერის ემოციებზე საუბრობს. “ლუჩიანო სპალეტის მიერ მოედნიდან გაყვანილი ქართველი ტალანტი სათადარიგოთა სკამისკენ მიმავალ გზაზე აშკარად გამწარებული ტოვებდა მოედანს. ალბათ ბოლომდე კმაყოფილი არ იყო თავისი თამაშით – ხვიჩამ ლურჯ სკამს მიაღწია დახრილი თავით და შემოიფარგლა […]
გიორგი მიქაუტაძე: “ეს ჯილდო თანაგუნდელების, მწვრთნელების, კლუბისა და ოჯახის დამსახურებაა”
საქართველოს ნაკრების და “მეცის” თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ახლა უკვე მეორე ადგილზე გადავედით და ვიცით, რომ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები – შემდეგ ტურში “ბასტიასთან” დარჩენილი მატჩი უნდა მოვიგოთ და ლიგა 1-ში ვითამაშოთ. ეს ყველაფერი ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, მინდა მადლობა გადავუხადო “მეცის” ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და […]
ირაკლი აზაროვმა სერბეთში სადებიუტო სეზონში ორივე ტიტული მოიგო
საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა, ირაკლი აზაროვმა სერბეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ “ცრვენა ზვეზდაში” სადებიუტო სეზონში ორივე ტიტულის მოგება მოახერხა. მას შემდეგ, რაც “წითელმა ვარსკვლავმა” ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა, ახლა უვე ქვეყნის თასის მოგება და დუბლის შესრულება მოახერხა. სერბეთის თასის ფინალურ შეხვედრაში “ცრვენა ზვეზდამ” “ჩუკარიჩკის” – 2:1 სძლია და აღნიშნული ტიტული ზედიზედ მესამედ და ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელმა ფინალური […]
იტალიური მედია: მილანი გიორგი მიქაუტაძის დამატებით ინტერესდება
იტალიური მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე შემდეგ სეზონში შესაძლოა მსოფლიო ფეხბურთის გრანდში, “მილანში” აღმოჩნდეს. footmercato.net-ის ცნობით, “როსონერი” მზადაა, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ირკვევა, რომ “შავ-წითლები” ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში აქტიურად არიან ჩაბმულები და სერიოზული წინსვლაც აქვთ. წყარო იმის შესახებაც წერს, რომ მიქაუტაძეს უშუალოდ ტექნიკური დირექტორი […]
“ემილიანო მარტინესს შეცვლის” – ასტონ ვილა მამარდაშვილის დამატებისთვის ბრძოლას აგრძელებს
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატებისთვის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ კლუბებს შორის გამართულ ბრძოლაში “ასტონ ვილა”აქტიურობს. “ასტონ ვილა” “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენით არის დაინტერესებული. 22 წლის მეკარე ამ სეზონში ლა ლიგაში შთამბეჭდავია და ევროპის რამდენიმე ტოპ კლუბის ყურადღება მიიპყრო. ვარაუდობენ, რომ მას შეუძლია შეცვალოს ემილიანო მარტინესი “ვილას” მეკარის პოზიციაზე”, – წერს […]
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია გიორგი მამარდაშვილს მხარდაჭერას სოციალურ ქსელში უცხადებს. 22 წლის ქართველმა შემტევმა Instagram-ში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზი “ვალენსიას” მეკარის პიროვნულ ღირსებებს გაუსვა. “მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. […]
საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მოგერიება ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურის საუკეთესოდ დასახელდა. წინა სათამაშო კვირაში “ღამურებმა” სწორედ ქართველი გოლკიპერის უდიდესი გარჯის მეშვეობით მადრიდის “რეალი” – 1:0 დაამარცხეს, მატჩის დასრულების შემდეგ კი საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ 22 წლის კარის დარაჯი დასახელდა. გიორგი მამარდაშვილი Sofascore-ის ვერსიით ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა THE ATHLETIC: გიორგი […]
გიორგი მამარდაშვილი ვინისიუსთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურში, მადრიდის “რეალთან” (1:0) მოგებული შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. გიორგი მამარდაშვილი Sofascore-ის ვერსიით ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა THE ATHLETIC: გიორგი მამარდაშვილი 5 კლუბის მთავარი სამიზნეა MARCA: “მამარდაშვილის გმირობამ ვალენსია იხსნა” კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ თანაგუნდელ იუნუს მუსას, რომლის წინააღმდეგაც ბრაზილიელმა შემტევმა იუხეშა, […]
იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას საკლუბო კარიერაში, შემდეგ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ლუჩიანო სპალეტი “ნაპოლის” დატოვებს და ეს ამბავი მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს. შესაბამისად, მედიამ უკვე დაიწყო საუბარი იტალიელი სპეციალისტის პოტენციური შემცვლელების შესახებაც. აქამდე, კანდიდატთა შორის რამდენიმე სპეციალისტის სახელმა […]
კვიპროსული მედია: ქართველები ანორთოსისს ტოვებენ
კვიპროსული მედია საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას და ავთო ებრალიძის საკლუბო კარიერის მომავლის შესახებ წერს და ამბობს, რომ დიდი შანსია, 37 წლის კარის დარაჯმა და 31 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ანორთოსისი” დატოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს და წერს, რომ როგორც გიორგი ლორია, ისე ავთო ებრალიძე კლუბის დატოვებისთვის ემზადებიან. ებრალიძესთან დაკავშირებით ნათქვამია, […]
France Football: “კვარაცხელიას ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის მოხვედრის შანსი აქვს”
ცნობილი ფრანგული გამოცემა France Football-ი, რომელიც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზის, ოქროს ბურთის დაჯილდოების ორგანიზატორია, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჟურნალის მაისის ნომერში წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ 22 წლის ქართველ ვარსკვლავს სწორედ ოქროს ბურთის ნომინანტებში მოხვედრის შესაძლებლობა ექნება. “შესაძლებელია, ხვიჩა წელს ნომინანტებს შორის იყოს. შესაძლოა, ცხრილის სათავეში არ იყოს, რადგან იტალიაში მისი პირველი […]