დავით მუჯირი: “საქართველო-ბელარუსის მატჩი დინამო არენაზე გაიმართება!”
დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშება განახლებული ფორმატით და შეცვლილი ადგილმდებარეობით ბათუმში, 18-19 იანვარს ჩატარდა. ტრადიციად ქცეული ტურნირის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა არსებული და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ live.ge-სთან ისაუბრა. მან ასევე განმარტა, რომ ერთა ლიგის მოახლოებული ნახევარფინალური მატჩი თბილისში გაიმართება. “წლების განმავლობაში ვცდილობთ, რომ ყველა ღონისძიება, რომელსაც საქართველოს […]
ბუნდესლიგა ისევ აქტიურია: გერმანული კლუბი კვარაცხელიას უკვე დაუკავშირდა
საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინიდან” შესაძლო წასვლის საკითხი ისევ გააქტიურდა. როგორც გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდის დამატება ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და ტიტულოვან კლუბს, მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” სურს. “ბორუსიაში” ახალი სეზონისთვის მორიგი ტრანსფერის განხორციელებას აპირებენ და ამ მიზნით ორ ახალგაზრდა მოთამაშეს, ხვიჩა კვარაცხელიას და რომენ ფაივერს უკვე დაუკავშირდა. “Sky–დან მიღებული ინფორმაციის […]
ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი: “საქართველოს უკეთესი თავდამსხმელი სჭირდება”
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ტურის შეხვედრაში, “დინამო არენაზე”, საქართველოსთან ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვულაიდმა კომენტარი გააკეთა. “საქართველოს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს და დღეს ისინი თამაშის მსვლელობას აკონტროლებდნენ. უკეთესი შედეგის მისაღწევად მათ ძლიერი თავდამსხმელი სჭირდება. უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად არსებული რესურსი არ გვეყო, თუმცა ბევრი ვიბრძოლეთ და დაცვაში სწორი თამაშით ფრეს […]
ოთხივე ქართველი თამაშობს – ანორთოსისი შეუჩერებელია (ვიდეო)
ქართველების კვიპროსული გუნდი წინ შესანიშნავად მიიწევს. “ანორთოსისმა” კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა მოიგო და 9 ტურის შემდეგ წაუგებლის სტატუსს ინარჩუნებს. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა “ეთნიკოსს” საშინაო არენაზე 2:1 მოუგო. ოთხივე ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველმა ორმა მათგანმა სრულად ითამაშა კაჭარავა და ოქრიაშვილი კი შესაბამისად 71-ე და […]
ფიფას განახლებული რეიტინგი: საქართველომ წინ წაიწია
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა. ოქტომბერში, ეროვნულმა გუნდმა ორი შეხვედრა გამართა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ მატჩში ჯვაროსნებმა ჯერ ირლანდიასთან უგოლო ფრე ითამაშეს, მერე კი გიბრალტარი 3:2 დაამარცხეს და 90-ე პოზიციაზე გადაინაცვლეს. ბელარუსის ნაკრები, რომელიც დიდი ალბათობით ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს დაუპირისპირდება, 4 პოზიციით დაქვეითდა და 86-ე ადგილს იკავებს. საინტერესოა, […]
ხვიჩა კვარაცხელიას განმარტება: “ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნის სახელით თამაშია”
საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებულ მოსაზრებაზე რომ იგი ეროვნულ გუნდში სექტემბრის მატჩებისთვის განზრახ არ ჩამოდის, განმარტება გააკეთა. “ბევრი არასასიამოვნო შეტყობინება მივიღე რაც ძალიან გულსატკენია. ვინც კარგად მიცნობს ყველამ იცის რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნის სახელით თამაშია და ის, რომ მე უბრალოდ არ ჩამოვდივარ სრული აბსურდია. ყველაფერზე მეტად ახლა მე ჩემი […]
“მბაპეს აჩქარება და მესის მარცხენა” – ინსტაგრამზე წიტაიშვილის გოლი გაიხსენეს (ვიდეო)
საფეხბურთო გვერდმა Wave.tv-მ, რომელსაც 3.2 მილიონი გამომწერი ჰყავს, Instagram-ზე გიორგი წიტაიშვილის ბრწყინვალე გოლი გაიხსენა. წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ტურნირის ფინალში, სამხრეთ კორეის კარში ბოლო წუთზე გაიტანა. წიტაიშვილმა ბურთი საკუთარ მოედანზე მიიღო, დაახლოებით 60 მ გაირბინა, გვერდი სამ მეტოქეს აუარა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. წიტაიშვილის […]
ვლადიმირ დიმიტროვსკი: “ეს ტაქტიკური ბრძოლა იქნება, რომელი გუნდიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, გამარჯვებულიც ის გახდება”
ვლადიმირ დიმიტროვსკი საქართველოს ჩემპიონატის ერთადერთი მაკედონიელი ლეგიონერია. 31 წლის ცენტრალური მცველი 2020 წლის იანვრის შემდეგ, “თელავის” მაისურს ირგებს და კახური გუნდის შემადგენლობაში უკვე 8 მატჩის ჩატარება მოასწრო. დიმიტროვსკის კარიერის განმავლობაში ისეთი გუნდების შემადგენლობაში უთამაშია, როგორიც “რაბოტნიჩკი“, “ვარდარი“, “მლადა ბოლესლავი“, “ყარაბახი“, “ტეპლიცე“, “კერკირა” და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებია. ეროვნული ლიგის მაკედონიელმა ლეგიონერმა მის სამშობლოსა და საქართველოს ნაკრებს შორის […]
“შეცდომები გადახარშა და სხვა მამარდაშვილი დაბრუნდა” – Marca-მ მამარდაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ყველაზე პრესტიჟულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ, საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა და მის კარიერულ განვითარებას ხაზი გაუსვა. “გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” შემადგენლობაში დაბრუნდა. ერთი თვეა, რაც ისევ თამაშობს, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც 190 დღე ძალიან რთულ მდგომარეობაში, უთამაშებელმა გაატარა. მამარდაშვილს ხელში კანფეტი ეწერა, თუმცა როცა მისი არომატის შეგრძნებას აპირებდა, შეცდომა დაუშვა […]
გოლი და საგოლე პასი: ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი თამაშის სტატისტიკა უფას წინააღმდეგ
რუსეთის პრემიერ ლიგის 22-ე ტურის მატჩში ყაზანის “რუბინი” “უფას” ესტუმრა და – 3:0 იმარჯვა. გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იყო. 20 წლის ქართველმა ჯერ 30-ე წუთზე, დენის მაკაროვს საგოლე გადაცემა გაუკეათა, 12 წუთის შემდეგ კი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე აღმოჩნდა და სეზონში მესამე გოლი გაიტანა. კვარაცხელიას აქტივში 8 საგოლე გადაცემაცაა. აღნიშნულ შეხვედრაში […]
10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში
რუსულმა საფეხბურთო გამოცემა Soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების საუკეთესო ათეული გამოაქვეყნა. სტატიაში წერია, რომ რუსეთში 100-ზე მეტ ქართველს უთამაშია და ისინი მხოლოდ უკრაინელებს, ბელარუსებს, ბრაზილიელებს და სერბებს ჩამორჩებიან. თუმცა, საუკეთესოთა შორის მხოლოდ ისინი მოხვდნენ, ვინც საქართველოს სახელით გამოდიოდა, სწორედ ამიტომ არ არიან სიაში ომარ თეთრაძე, გიორგი ჯიქია და სხვები. 10. გია გრიგალავა (“როსტოვი”, “მოსკვა”, […]
რა შეფასება მიიღო ხოჭოლავამ ინტერთან მატჩში?
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის პირველ სათამაშო დღეს, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი დონეცკის “შატხარის” ძირითად შემადგენლობაში იყო და მილანის “ინტერის” წინააღმდეგ კიევში, ფრედ დასრულებულ (0:0) შეხვედრაში 62 წუთი ითამაშა. როგორც მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა, 27 წლის მცველს პერსონალურად რომელუ ლუკაკუს მეურვეობა ევალებოდა და შეიძლება ითქვას მისიას თავი კარგადაც გაართვა […]