იტალიური მედია: ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა დაზუსტებულია
იტალიის ერთ-ერთი წამყვანი სპორტული გამოცემა corrieredellosport-ი საქართველოს ნაკრების ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” შესაძლო ტრანსფერის დეტალების შესახებ წერს. იტალიური წყაროს მეშვეობით ირკვევა, რომ მხარეებს შორის ყველაფერი უკვე შეთანხმებულია და სატრანსფერო ფასიც ცნობილია. სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელის დამატება ნეაპოლიტანურ კლუბს 8 მილიონი ევრო დაუჯდება. ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინის” დატოვების შემდეგ “დინამო ბათუმის” მაისურით ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “თელავის” […]
გიორგი აბურჯანია: “მარტივი მეტოქე აღარ არსებობს, გიბრალტართან მატჩს კონცენტრირებულები ვხვდებით”
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშებას საქართველოს ნაკრები გიბრალტარის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ “დინამო არენაზე” 2 ივნისს ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყებს. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ კომენტარი გააკეთა. “მე ვარ საქართველო” – ძალიან კარგი სლოგანია – ეს ნიშნავს რომ ყველანი, ფეხბურთელიც და გულშემატკივარიც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად რებრენდინგი ქართული ფეხბურთისთვის პოზიტიური სიახლეა. თანამედროვე ფეხბურთში ადვილი […]
“რაკუვში გაგნიძის დაბრუნება სურთ” – პოლონური მედია ქართველ ნახევარმცველზე საუბრობს
FIFA-ს მიერ 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, იმ ფეხბურთელებს, რომლებიც რუსეთის და უკრაინის ჩემპიონატებში თამაშობენ, კონტრაქტის შეჩერება 2023 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ. ეს შანსს აძლევს იმ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე კლუბებთან კონტრაქტს ფლობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლონური მედია სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ შესაძლოა ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს ასაკობრივი და ახალგაზრდული ნაკრებების ნახევარმცველი, ლუკა […]
საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ გრანდ, “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ, პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის, FIFA-ს ახალი, ვერსიის გამოსვლას ქართველი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, თუმცა, ექსკლუზიური უფლებები EA Sports-ის კონკურენტმა კომპანია KONAMI-მ შეიძინა და ლიცენზირებული “ნაპოლის” სათამაშოდ გამოყენება მხოლოდ Efootball pes-ში იქნება შესაძლებელი. მხარეებს შორის თანამშრომლობა 2021/22 წლების სეზონიდან დაიწყო, ხოლო სრულად ექსკლუზიურ უფლებებს KONAMI 2022/23 წლების სეზონიდან მიიღებს. […]
საქართველოს ნაკრებმა აკროპოლისის თასი სამივე შეხვედრაში მარცხით დაასრულა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ოფიციალური უმნიშვნელოვანესი შეხვედრებისთვის მოსამზადბელ პერიოდში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და პოლონეთის ეროვნულ გუნდთან 76:87 დამარცხდა. პირველ მეოთხედში ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა 23:22 იმარჯვა, მეორე 10-წუთეულში კი ფრედ 18:18 ითამაშა. გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელშიც მეტოქემ 27:18 იმარჯვა, ბოლო მეოთხედი კი პოლონელებმა 3-ქულიანი უპირატესობით – 20:17 იმარჯვეს. საქართველოს ნაკრებმა საბოლოო ჯამში, აკროპოლისის თასზე […]
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მაკედონიასთან მატჩში ცნობილია
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ცნობილია საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა რომელიც შემდეგნაირია: საქართველო: გიორგი მამარდაშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, დავით ხოჭოლავა, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ოთარ კაკაბაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ბუდუ […]
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია
დღეს, ფრანკფურტში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მე-4 კალათაში იყო განთესილი, A ჯგუფში ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი 2023 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ეტაპიდან 20 ნაკრები მოიპოვებს, რომლებსაც ერთა ლიგის სამი გამარჯვებული დაემატება. ევრო 2024, […]
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. Whoscored.com-ის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიამ 8.9 კოეფიციენტი დაიმსახურა და ამ მაჩვენებლით საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა. კვარაცხელიასთან ერთად გუნდში დუშან ვლაჰოვიჩი, ლაუტარო მარტინესი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ნიკოლო ბარელა და სხვა ვარსკვლავები მოხვდნენ. მე-10 ტურში კვარაცხელია “ნაპოლის” შემადგენლობაში “ბოლონიას” დაუპირისპირდა და 3:2 […]
ვილი სანიოლი: “კვარა საუკეთესოობისთის ყველაფერს აკეთებს – ნაპოლი მისთვის იდეალური ადგილია”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში მისი გუნდის და “ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარა ნამდვილად ის ფეხბურთელია, რომელზეც ყველა ყურადღებას ამახვილებს, რადგან ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, აბსოლუტურად წარმოუდგენელი განვითარების გზა ჰქონდა. მას ყოველთვის ჰქონდა შესანიშნავი თვისებები და ძალიან სწრაფად მოახერხა იტალიასთან ადაპტირება, ახლა კი ის გოლის გატანის ასპექტში საგრძნობლად […]
ვლადიმერ დვალიშვილი: “მხოლოდ ნაპოლის სჯეროდა კვარას შესაძლებლობების”
“დინამო ბათუმის” სპორტულმა დირექტორმა, ვლადიმერ დვალიშვილმა, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ კლუბში ტრანსფერის შესახებ რადიო Punto Nuovo-ს ეთერში ისაუბრა. “მე, ისევე როგორც ყველა ქართველი ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც კვარა ევროპაში აკეთებს. ის ნიჭიერია, ის არის ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმსახურებს: ის ფანტასტიკური ადამიანი და სანახაობრივი მოთამაშეა. მთელი ქვეყანა მას და “ნაპოლის” გულშემატკივრობს. ის უკვე […]
გოგა ბითაძის 15 წუთი და 3 ქულა – ორლანდო ლეიკერსთან დამარცხდა
NBA-ის რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში, გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქი” “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” სტუმრად დაუპირისპირდა და 105:111 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგოა ბითაძემ ითამაშა. 23 წლის ქართველი სათადარიგოთა სკამზე იყო, პარკეტზე კი 14:40 წუთი გაატარა და 3 ქულის, 4 მოხსნის, 1 შედეგიანი გადაცემისა და 1 ჩაჭრის მოგროვება შეძლო. გოგა ბითაძის გუნდისთვის ეს სეზონში 43-ე მარცხი იყო, […]
ნაპოლის პრეზიდენტი: “ხვიჩას ჩვენთან 5-წლიანი კონტრაქტი აქვს და მას ახალი შეთანხმება არ სჭირდება”
“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა რამდენიმე საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. ლაურენტისი საქართველოს ნაკრების და მისი კლუბის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხს, გუნდის საუკეთესო ბომბარდირის, ვიქტორ ოსიმენის ჯანმრთელობის მდგომარეობას და “მილანთან” მოახლოებულ დაპირისპირებას შეეხო. ნეაპოლური გუნდის მთავარი მენეჯერის თქმით, 22 წლის ქართველი ვარსკვლავის კონტრაქტთან დაკავშირებით მედია ზედმეტად ბევრს საუბრობს, ხოლო ნიგერიელი თავდამსხმელი სულ მცირე ორ კვირას გამოტოვებს. […]