გიორგი შერმადინმა ტენერიფესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
საქართველოს ნაკრებისა და “ტენერიფეს” კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ესპანურ კლუბთან გაახანგრძლივა. “შერმო” გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება. ქართველი ცენტრი “ტენერიფეში” 2019 წელს გადავიდ და მას შემდეგ გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბდა. მას კლუბთან ერთად საკონტინენტთაშორისო თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. გარდა ამისა, გიორგი ესპანური კარიერის განმავლობაში ინდივიდუალური ჯილდოებითაც გამოირჩა. ის 2021 და 2023 წლებში ესპანეთის […]
გიორგი შერმადინის ლიდერობით ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაო მოიგო
გიორგი შერმადინი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია. მესამე ადგილისთვის მატჩში ქართველი ცენტრის ლიდერობით ტენერიფემ უნიკახა 84:79 დაამარცხა. ოთხთა ფინალის მასპინძელი ესპანეთის ქალაქი მალაგა გახლდათ, თუმცა მასპინძელთა გუნდმა ნახევარფინალიც წააგო და მესამე ადგილისთვის მატჩიც. საქართველოს ნაკრების ცენტრმა უნიკახას წინააღმდეგ 25:35 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 4 […]
Eurohoops: “ქულების ქართველი მანქანა ისტორიულ შედეგს უახლოვდება”
ავტორიტეტული საკალათბურთო მედია საშუალება Eurohoops-ი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ტენერიფეს” ლიდერის – გიორგი შერმადინის შესახებ, ვრცელ სტატიას აქვეყნებს. Eurohoops-ი შერმადინს “ქულების ქართველ მანქანას” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართველი ცენტრი ისტორიული შედეგის დაფიქსირების ზღვარზეა. გიორგი შერმადინს მხოლოდ 9 ქულის დაგროვება სჭირდება, იმისთვის რომ ისტორიაში მე-2 კალათბურთელი გახდეს, რომელიც საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში 900-ქულიან ნიშნულს გადააჭარბებს. ამ […]
ტენერიფემ ჟირონა დაამარცხა – შერმადინი მატჩის MVP გახდა
ესპანეთის ACB ლიგის 31-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,ჟირონა” სტუმრად 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:72 დაამარცხა. ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 23 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 16 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 5 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 21 შეადგინა, რაც ორივე გუნდის […]
ტენერიფემ გრანადას მოუგო – შერმადინმა 18 ქულა მოაგროვა
ესპანეთის ACB ლიგის 30-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,გრანადა” სტუმრად 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 82:73 დაამარცხა. ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 26 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. შერმადინმა 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 21 შეადგინა, რითაც საკუთარი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ […]
ბილბაოსთან მოგებულ მატჩში შერმადინმა ორმაგი დუბლი გაიფორმა
ესპანეთის ACB ლიგის 28-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,ბილბაო” სტუმრად 23-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 83:60 დაამარცხა. ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 19 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 25 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. ,,ტენერიფე” 30 […]
ACB ლიგის 2022/2023-წლების სეზონის MVP – გიორგი შერმადინს ჩვენი დახმარება სჭირდება
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB ლიგის) 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო. არავის გაუკვირდება, რომ MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ტენერიფეს” ცენტრი – გიორგი შერმადინია, რომელიც ამ ეტაპისთვის გამოკითხვაში მეორე ადგილს იკავებს. იმისათვის, რომ ქართველმა კალათბურთელმა MVP-ის ტიტული მოიპოვოს, ამისათვის საჭირო ქართველი გულშემატკივარის აქტიურობაა. ხმის მიცემის ინსტრუქცია | ხმის […]
ტენერიფემ ბრეოგანი დაამარცხა – შერმადინი მატჩის MVP გახდა
ესპანეთის ACB ლიგის 29-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,ბრეოგანს” უმასპინძლა და 18-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 85:67 მოუგო. ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 23 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 10-დან 8 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 27 შეადგინა, რაც ორივე […]
შერმადინის 20 ქულა და 5 მოხსნა ბასკონიას წინააღმდეგ
ესპანეთის ლიგა ACB-ს 27-ე ტურის შეხვედრაში “ტენერიფესა” და “ბასკონიას” დაპირისპირება შედგა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 83:81 დასრულდა. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ “ტენერიფეს” გამარჯვებაში ლომის წილი გიორგი შერმადინმა დაიდო, რომელმაც 20 ქულის, 5 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
შერმადინის ბრწყინვალე თამაში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში | VIDEO
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “მანრესასა” და “ტენერიფეს” დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 85:83 დასრულდა. დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შედეგად, “მანრესამ” სერიაში ანგარიში გაათანაბრა (1:1), თუმცა გადამწყვეტი ბრძოლა ტენერიფეში გაიმართება, სადაც ფავორიტის სტატუსით გიორგი შერმადინის გუნდი სარგებლობს. “ტენერიფეს” ქართველი ცენტრი მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ – შერმადინმა 17 ქულის, 3 მოხსნისა და 2 […]
ტენერიფემ პლეი ოფი მოგებით, შერმადინმა კი MVP-ის ტიტულით გახსნა
გიორგი შერმადინმა და მისმა “ტენერიფემ” წარმატებულად დაიწყეს პრესტიჟული ტიტულის დაცვა. ტენერიფელები ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გამარჯვებულები არიან და ახლა ამ ტურნირის მეოთხედფინალში ქართველი ცენტრის წინამძღოლობით პირველი მატჩი მოიგეს და ნახევარფინალს მიუახლოვდნენ. რა გასაკვირია, რომ შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან MVP-ის ტიტული ოფიციალურად მიიღო, რადგან მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო. გიორგიმ მოედანზე 29:16 წუთი გაატარა, რა […]
ტენერიფემ ბარსელონასთან წააგო – შერმადინმა 16 ქულა მოაგროვა
ესპანეთის ACB ლიგის 25-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,ბარსელონას” უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 76:79 დამარცხდა. ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 24 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 22 შეადგინა, რითაც ორივე გუნდში მხოლოდ […]