“ტენერიფემ” დრამატულ შეხვედრაში ბოლო წამზე შერმადინის ასისტით მოიგო (ვიდეო)
18 ქულა და 7 მოხსნა – შერმადინი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესოთა შორის დაწინაურდა!
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში, “ტენერიფესა” და “ბნეი ჰერცლიას” დაპირისპირება შედგა. სან კრისტობალში გამართული მატჩი, მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 83:63 დასრულდა. “ტენერიფეს” გამარჯვებაში ლომის წილი გიორგი შერმადინმა დაიდო. ესპანური საკალათბურთო კლუბის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ 20:11 წუთში, 18 ქულისა და 7 მოხსნის დაგროვება შეძლო. აღნიშნული მაჩვენებლით, შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა – […]
20 ქულა და MVP-ის წოდება -შერმადინი ბილბაოსთან მოგებულ მატჩში საუკეთესო იყო
ესპანეთის ACB ლიგის მე-7 ტურში ,,ტენერიფემ” ,,ბილბაოს” უმასპინძლა და 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 73:57 მოუგო. კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 23 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 12-დან 7 ორქულიანი დ 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 26 შეადგინა, რაც ორივე გუნდის […]
27 ქულა ბარსელონას წინააღმდეგ – შერმადინი კვლავ საუკეთესოა! | VIDEO
ესპანეთის ლიგა ენდესას (ACB) 30-ე ტურის შეხვედრაში, “ბარსელონა” “ტენერიფეს” დაუპირისპირდა. ბარსელონაში, “პალაუ ბლაუგრანაზე” გამართული დაძაბული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 69:65 დასრულდა. “ტენერიფეს” შემადგენლობაში კვლავ გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 25:21 წუთში, 27 ქულისა და 5 მოხსნის მოგროვება შეძლო. ქართველმა ცენტრმა მორიგი ბრწყინვალე მატჩის მიუხედავად, საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა, თუმცა ლიგა ენდესას ყურადღება […]
ACB ლიგის 2022/2023-წლების სეზონის MVP – გიორგი შერმადინს ჩვენი დახმარება სჭირდება
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB ლიგის) 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო. არავის გაუკვირდება, რომ MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ტენერიფეს” ცენტრი – გიორგი შერმადინია, რომელიც ამ ეტაპისთვის გამოკითხვაში მეორე ადგილს იკავებს. იმისათვის, რომ ქართველმა კალათბურთელმა MVP-ის ტიტული მოიპოვოს, ამისათვის საჭირო ქართველი გულშემატკივარის აქტიურობაა. ხმის მიცემის ინსტრუქცია | ხმის […]
Eurohoops – შერმადინმა ტენერიფე გადაარჩინა | VIDEO
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის A-ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში, “ტენერიფე” უკრაინულ “პრომეთეის” დაუპირისპირდა. სან კრისტობალში გამართული დაძაბული ბრძოლა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 80:78 დაამარცხა. “ტენერიფეს” გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა, რომელმაც ტრავმის მოშუშების შემდეგ, თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში არ იმყოფებოდა, შერმადინმა საკუთარ გუნდში მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. პარკეტზე გატარებულ 16:54 […]
Eurohoops: “ქულების ქართველი მანქანა ისტორიულ შედეგს უახლოვდება”
ავტორიტეტული საკალათბურთო მედია საშუალება Eurohoops-ი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ტენერიფეს” ლიდერის – გიორგი შერმადინის შესახებ, ვრცელ სტატიას აქვეყნებს. Eurohoops-ი შერმადინს “ქულების ქართველ მანქანას” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართველი ცენტრი ისტორიული შედეგის დაფიქსირების ზღვარზეა. გიორგი შერმადინს მხოლოდ 9 ქულის დაგროვება სჭირდება, იმისთვის რომ ისტორიაში მე-2 კალათბურთელი გახდეს, რომელიც საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში 900-ქულიან ნიშნულს გადააჭარბებს. ამ […]
ბილბაოსთან მოგებულ მატჩში შერმადინმა ორმაგი დუბლი გაიფორმა
ესპანეთის ACB ლიგის 28-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,ბილბაო” სტუმრად 23-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 83:60 დაამარცხა. ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 19 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 25 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. ,,ტენერიფე” 30 […]
გიორგი შერმადინი დაფრინავს – MVP-ის ტიტული და დიდებული მატჩი ჩემპიონთა ლიგის მატჩში
გიორგი შერმადინის წინამძღოლობით, “ტენერიფემ” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ესპანურმა კლუბმა ლატვიურ “ვეფ რიგას” უმასპინძლა და 77:64 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-ის ტიტულიც დამსახურებულად მიიღო. შერმადინმა ჩვეული და ბევრისთვის საოცნებო შედეგიანობა გამოავლინა: 23 წუთში 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა ისე მიითვალა, არ დაჯარიმებულა […]
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს
საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი ეროვნული გუნდის ლიდერი გიორგი შერმადინი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ლიგის MVP გახდა. „ტენერიფეს“ ქართველი ლეგიონერი, რომელმაც 3 დღის წინ დასრულებული ესპანური ლიგის რეგულარული ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა, საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ლიგაში, სადაც NBA-ის ახლო წარსულის ვარსკვლავები – პაუ გასოლი, ნიკოლა მიროტიჩი, რუდი ფერნანდესი და მრავალი სხვა ექსტრა კლასის კალათბურთელი თამაშობს, გიორგი […]
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
,,ტენერიფეს” ცენტრი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ACB ლიგის სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მესამედ, კარიერაში კი მეოთხედ შეიყვანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის გარდა, ხუთეულში, ასევე, მარსელინიო უერტასი (ტენერიფე), ნიკო ლაპროვიტოლა (ბარსელონა), ჯანან მუსა (ბრეოგანი) და ჩიმა მონეკე (მანრესა) მოხვდნენ. გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში საშუალოდ 15.2 ქულას, 5.8 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. […]
გიორგი შერმადინი კვლავ შესანიშნავია – ტენერიფეს მორიგი გამარჯვება
ახალი სეზონიდან გიორგი შენგელია “ტენერიფეს” რიგებს იცავს, სადაც ქართველი ლეგიონერი შესანიშნავად ასპარეზობს. ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში “იბეროსტარ ტენერიფე” გასვლით შეხვედრაში “მანრესას” დაუპირისპირდა და შეხვედრა 20-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით – 61:81 დაასრულეს. შერმადინს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა, მან პარკეტზე 23 წუთი და 20 წამი გაატარა, რა დროშიც 18 ქულას, 9 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას […]