მიუნხენის “ბაიერნის” მესვეურები 31 წლის სენეგალელი ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილოები არიან და მზად არიან, რომ სადიო მანე გუნდიდან გაუშვან. მანემ მოედნის მიღმაც მიიპყრო არასასურველი ყურადღება, თანაგუნდელ ლეროი სანესთან ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ, რის შედეგადაც მას დისკვალიფიკაცია და ჯარიმა დაეკისრა. გერმანული წყაროების ცნობით, “ბაიერნის” ახალ მწვრთნელს – ტომას ტუხელს, სადიო მანესთან თანამშრომლობა არ მოსწონს და მზად არის რომ […]
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე, “მანჩესტერ სიტისთან” ორმატჩიან დაპირისპირებაში (0:3, 1:1 – 1:4) მარცხის და ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა. “ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი დღევანდელი თამაშის სტილით. ჩვენ ვითამაშეთ ევროპის ყველაზე კარგ ფორმაში მყოფ გუნდთან და მათ თავაწეულები დავუპირისპირდით. სეზონი გრძელდება და ახლა ბუნდესლიგის ტიტულზე ფიქრის დროა. იყო სხვაობა […]
ტუხელი: ,,შედეგს საერთოდ არ ვეთანხმები”
მიუნხენის ,,ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ,,მანჩესტერ სიტისთან” წაგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,შედეგს საერთოდ არ ვეთანხმები. ისეთ ეპიზოდებში დავისაჯეთ, როცა უკეთ გამოვიყურებოდით. დღეს, უბრალოდ, სასტიკად დაგვსაჯეს. ვფიქრობდი, რომ ჩვენი თამაში 0:2-მდე ძალიან კარგი იყო. შედეგზე საუბარი არ მინდა, 70-ე წუთამდე კარგი მატჩი ვნახე. ვფიქრობ, ერთ გოლს მაინც ვიმსახურებდით. ჩვენს ფეხბურთელებს ცოტა თავდაჯერებულობა აკლდათ. რა თქმა უნდა, […]
ტუხელი: ,,სიტისთან აუტსაიდერები ვიქნებით და ეს ნორმალურია”
მიუნხენის ,,ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ,,მანჩესტერ სიტისთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,ჰოლანდის მისვლის მიუხედავად, ,,მანჩესტერ სიტის” სათამაშო სტილი არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, ერლინგი უნიკალურია და გუნდი ცდილობს, რომ მას მოერგოს. მოგვიწევს, გუნდურად ვიმოქმედოთ. ხვალ მოედანზე აუტსაიდერები ვიქნებით და ეს ნორმალურია. საკუთარი თავის ნდობა უნდა შევინარჩუნოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. დარწმუნებული ვარ, რთული მომენტები იქნება, მაგრამ, […]
ტომას ტუხელი ჩელსიდან წამოსვლაზე: “ეს იყო შოკი – ყველას გვეგონა, რომ სწორ გზაზე ვიყავით”
მიუნხენის “ბაიერნის” ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა მიმდინარე სეზონის პირველ ნაწილში, ლონდონის “ჩელსიდან” მოულოდნელი გათავისუფლება გაიხსენა და თქვა, რომ ეს მისთვის შოკისმმომგვრელი იყო. “ეს იყო შოკი. შეხვედრა “ჩელსის” ხელმძღვანელობასთან დილის რვა საათზე გაგრძელდა არაუმეტეს სამი-ხუთი წუთისა. ჩვენ ყველას გვეგონა, რომ სწორ გზაზე ვიყავით და მეტი დრო გვქონდა შემოქმედებისთვის. ახალი გამოწვევა ვიპოვე, მოხარული ვარ, რომ “ბაიერნში” ვარ”, […]
ბაიერნის მთავარ მწვრთნელად ტომას ტუხელი დაინიშნა
მიუნხენის ,,ბაიერნმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იულიან ნაგელსმანი გაათავისუფლა. ,,რეკორდმაისტერის” ახალ მწვრთნელად კი ტომას ტუხელი დაინიშნა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 49 წლის სპეციალისტი გერმანულ გრანდთან ხელშეკრულებას 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, პირველ ვარჯიშს კი ორშაბათს ჩაატარებს. ,,როცა 2021 წელს ნაგელსმანთან კონტრაქტი გავაფორმეთ, დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნებოდა და ეს ჩვენი მიზანიც იყო. იულიანი იზიარებდა […]
ოფიციალურად | ტუხელი დაისაჯა, კონტე – არა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირების შემდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დამოუკიდებელმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო. კონტეს და ტუხელის დაპირისპირება მატჩის დასრულების შემდეგ | VIDEO “როცა ადამიანები ხელს ართმევენ, ერთმანეთს თვალებში უყურებენ” – ტუხელი კონტესთან მომხდარ ინციდენტზე “სტემფორდ ბრიჯზე” გამართული ლონდონური დერბი, მოლოდინისამებრ დრამატული გამოდგა და საბოლოოდ, ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ […]
“როცა ადამიანები ხელს ართმევენ, ერთმანეთს თვალებში უყურებენ” – ტუხელი კონტესთან მომხდარ ინციდენტზე
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირება შედგა. “სტემფორდ ბრიჯზე” გამართული ლონდონური დერბი, მოლოდინისამებრ დრამატული გამოდგა და საბოლოოდ, ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჰარი კეინმა 96-ე წუთზე გატანილი გოლით “სპურსი” მარცხისგან იხსნა. ლონდონურ დერბის მთელი მატჩის განმავლობაში დაძაბულობა სდევდა ფონად. განსაკუთრებით ნერვიულობდნენ ტომას ტუხელი და ანტონიო კონტე, რომელთაც საფინალო სასტვენის შემდეგ […]
შეთანხმება მიღწეულია: რუდიგერი რეალში ითამაშებს
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს თანახმად, ლონდონის “ჩელსის” ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი, ზაფხულიდან მადრიდის “რეალის” რიგებს შეუერთდება. რომანოს სიტყვებით, მადრიდულმა გრანდმა გერმანელ მცველთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია, თუმცა კონტრაქტზე ხელი ჯერ მოწერილი არაა. ცნობილია ისიც, რომ ორივე მხარე გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებაზეა თანახმაა. რაც მთავარია, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს, “მადრიდის რეალი” თავისუფალი აგენტის სტატუსით, […]
ტომას ტუხელი: “გაბედულად ვითამაშეთ, ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ დამარცხების (4:5) შემდეგ, ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა. “ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გუნდით – ასეთი მატჩები წინსვლის საშუალებას გვაძლევს. “ჩელსიმ” წარმოუდგენელი ხასიათი გამოავლინა. გუნდმა ძალიან გაბედულად ითამაშა და არაჩვეულებრივი დონის ფეხბურთი აჩვენა. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ტაქტიკის არჩევა. დღეს გუნდმა თავისი შესაძლებლობების ზღვარზე […]
ტომას ტუხელი: “საფეხბურთო პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია შეიძლება შიეცვალოს”
ლონდონის “ჩელსის” მიმართ წაყენებული სანქციების შემდეგ, რაც კლუბის მფლობელის, რუსი ბიზნესმენის, რომან აბრამოვიჩის ბრიტანული აქტივების გაყინვამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა. “ჯერჯერობით არაფრის თქმა შემიძლია, ვერ გეტყვით შეშფოთებული ვარ თუ არა. სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, ასე რომ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. მე მაინც ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მიხარია, რომ ძლიერი საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ვარ. […]
ინგლისის პრემიერ ლიგის 28-ე ტურის მატჩში, ლონდონის “ჩელსიმ” სტუმრად “ბარნლი” – 4:0 დაამარცხა. მატჩის დროს, “არისტოკრატების” ზოგიერთმა გულშემატკივარმა კლუბის მფლობელის, რომან აბრამოვიჩის გამხნევება გადაწყვიტა. მატჩის შემდეგ, “ლურჯების” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ზოგიერთი ქომაგის ასეთი საქციელი არ მოიწონა და თქვა, რომ ახლა ამის დრო არ არის. “ახლა ამის დრო არ არის, თუ სოლიდარობა გამოვხატავთ, ერთად უნდა გამოვხატოთ. ერთად […]