ვილი სანიოლი: “გადავწყვიტე, საქართველოში ვიცხოვრო, თქვენი ქვეყნის, კულტურის და ხალხის გაცნობა მსურს”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ივნისის თვეში გასამართი სანაკრებო შეხვედრებისთვის შერჩეული შემადგენლობის შესახებ, გუნდის სათამაშო ფორმისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ სასტუმრო შერატონში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “მე გადავწყვიტე, რომ ჩემს ასისტენტებთან ერთად საქართველოში ვიცხოვრო. არ ვაპირებ სასტუმროში დარჩენას, მინდა თბილისში სტაბილურად ვიყო და კარგად გავიცნო საქართველო თავისი კულტურით, ხალხით და ა.შ. სასურველია, რომ იმ […]
ჟორჟინიო ვაინალდუმი: “ქართველი ნახევარმცველების განლაგებამ ცენტრში ზეწოლა და სივრცეების ათვისება გაგვიიოლა”
ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, “ტვენტეს” სტადიონზე, ადგილობრივმა ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს – 3:0 სძლია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “მფრინავი ჰოლანდიელების” კაპიტანმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდის შესახებ ისაუბრა. “შოტლანდიის წინააღმდეგ დაშვებული შეცდომები ახლა გამოვასწორეთ. იყო ეპიზოდები, რომელშიც შევცდით და მეტოქემ ამით შანსი მიიღო, თუმცა შესვენებაზე მწვრთნელმა ყველაფერი გაანალიზა და არ ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში პრობლემები გვქონდა. ისინი თამაშობდნენ ჩამშლელი ნახევარმცველით და ორი […]
სანიოლის პირველი ვარჯიში – საქართველოს ნაკრებმა მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა დღეს არასრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების 25 კაციანი შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა, კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა და […]
საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა საბერძნეთის წინააღმდეგ ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები, ბათუმი არენაზე, საბერძნეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები. ჯვაროსნები შეხვედრას შემდეგი თერთმეტეულით დაიწყებენ საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა, გურამ გიორბელიძე – ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია – ხვიჩა ვრაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა […]
ვილი სანიოლი: “2021 წელი უფრო პოზიტიური გამოდგა, ვიდრე ნეგატიური”
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა 2021 წელი ამხანაგურ შეხვედრაში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, უზბეკეთთან – 1:0 გამარჯვებით დაასრულა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და როგორც კონკრეტული მატჩი, ისე მთლიანად სანაკრებო პაუზა შეაფასა. “პირველ რიგში, მატჩის შესახებ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ეს წლის ბოლო მატჩი […]
ესპანეთის ნაკრები: ყველაფერი, რაც ფურია როხას შესახებ უნდა ვიცოდეთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები “დინამო არენაზე” ესპანეთის ეროვნულ გუნდს, ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს. ვილი სანიოლი თავის ახალ გუნდთან ერთად, სადებიუტო ქულების მოპოვებას ამჯერად “ფურია როხას” წინააღმდეგ შეეცდება. მისია ნამდვილად რთულია, მაგრამ არა შეუსრულებელი, მითუმეტეს, რომ 5 წლის წინ, პირინეელებთან ბოლო შეხვედრისას, მართალია ამხანაგურად, თუმცა მაინც, მეტოქეს – 1:0 ვაჯობეთ. […]
ვილი სანიოლი: “ბევრად უკეთ თამაში შეგვიძლია, ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა ”
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “ჯვაროსნებმა” მეტოქე – 2:1 დაამარცხეს, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩი შეაფასა. “ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ რიცხვობრივი უპირატესობით გვეთამაშა. პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი არ ვიყავი. შეიძლება საქმე დაღლილობას ეხებოდა, რადგან დამღლელი სეზონი ახლახანს დასრულდა. დარწმუნებული ვარ, ამაზე მეტის გაკეთება შეგვიძლია, ეს ესპანეთთან მატჩში ერთად […]
ოფიციალურად: კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა – ახალგაზრდა შემტევი ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის სასიხარულო სიახლე გაავრცელა. საქმე ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის საქართველოს ნაკრებს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, ესპანეთის წინააღმდეგ დაეხმარება. ყაზანის “რუბინის” 20 წლის შემტევი შვედეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ვილი სანიოლმა მოედნიდან პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გაიყვანა და მის ნაცვლად თამაშში ოთარ კიტეიშვილი ჩართო. […]
კოსოვოსთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები კოსოვოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია – გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ირაკლი აზაროვი – ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ვაკო ყაზაიშვილი – გიორგი ქვილითაია. […]
საბერძნეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობა. “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, საბერძნეთთან მატჩისთვის შემდეგი 11 ფეხბურთელი შეარჩია: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – ჯაბა კანკავა (კ), ნგიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი – საბა ლობჟანიძე, […]
ვილი სანიოლი: “წარმატებისთვის ახალ პროექტში 100%-ით ჩართული ფეხბურთელები გვჭირდებიან – დღეს ბოლომდე ასე არ იყო”
ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, “ტვენტეს” სტადიონზე, ადგილობრივმა ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს – 3:0 სძლია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრება და ამხანაგური მატჩები შეაფასა. “ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს, შესაძლოა ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა […]
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” ძირითადი შემადგენლობა ცნობილია. საინტერესოა, რომ ეროვნული გუნდის სასტარტო თერთმეტეულში დებიუტანტია, ლაზარე კუპატაძე და . საქართველოს ნაკრები: ლაზარე კუპატაძე – გრიგოლ ჩაბრაძე, დავით ხოჭოლავა, სოლომონ კვირკველია, ირაკლი აზაროვი – ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ლევან შენგელია, თორნიკე ოქრიაშვილი (კ) , მურთაზ დაუშვილი […]