ჟოზე მოურინიო: “თამაში დამთავრდა. მანჩესტერი წარსულია” (ვიდეო)
გუშინ “მანჩესტერმა” ჟოზე მოურინიო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. მთელი მსოფლიო მის გამოჩენას ელოდებოდა და დღეს მან SKY SPORTS მცირე ინტერვიუ მისცა: “ეს მოხდა გუშინ და როგორც მე ვამბობ ხოლმე, თამაში დასრულებულია. მე ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცე და მშვიდად ვიყო. სანამ ფეხბურთში დავბრუნდები მე მინდა რომ ვიცხოვრო ჩემი ნორმალური ცხოვრებით, როგორც ახლა ვაკეთებ. დავდივარ მაღაზიებში ჩემს […]
სახალისო რეაქციები მოურინიოს გაშვების შესახებ (ფოტო/ვიდეო)
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიოს გათავისუფლება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გავლეანიანი ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღმა, სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა სტატუსებიც ვრცელდება. გულშემატკივართა უმრავლესობა კმაყოფილია “მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. მათი ნაწილი საკმაოდ სახალისო და ორიგინალური მეთოდით გამოეხმაურა მოურინიოს დასჯას. “იუნაიტედის გულშემატკივრები, რომელთაც როგორც იქნა მოურინიოს გაშვება გაიგეს.” United fans hearing Mourinho […]
მანჩესტერის საიტმა დროებით მწვრთნელად სოლსკიაერი გამოაცხადა – ინფორმაცია ვებგვერდიდან მალე გაქრა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელი და გუნდის ლეგენდა, ოლე გუნარ სოლსკიაერი გუნდის დროებით მწვრთნელად ინიშნებოდა, თუმცა ინფორმაცია საიტიდან მალევე გაქრა. სოლსკიაერი “წითელ ეშმაკებში” სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით თამაშობდა. მან 11 სეზონში 126 გოლის გატანა შეძლო. “მანჩესტერის” საიტზე, სადაც სოლსკიაერის ახალი პოსტის შესახებ ინფორმაცია იყო განთავსებული, ასევე ნორვეგიელის გამარჯვების გოლს იხსენებდნენ – […]
პეპ გვარდიოლამ მოურინიო დაიცვა (ვიდეო)
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ ერთ-ერთმა პირველმა სცადა პორტუგალიელი სპეციალისტის დაცვა. “მე მის მხარეს ვარ. მენეჯერები ყოველთვის მარტო ვართ. კლუბები გვიკავშირდებიან და ჩვენგან მოგებას ელიან, როდესაც სასურველ შედეგს ვერ იღებენ ყველაფერი ჩვენ გვბრალდება. როდესაც მსგავსი რამ ხდება მე ყოველთვის იმ მწვრთნელების პოზიციას ვიზიარებ, რომელთაც გუნდიდან უშვებენ – ზუსტად მესმის, […]
“დააბრუნეთ მოურინიო” – სიტის ფანები ლესტერთან მატჩისას ახალ ჩანტს მღერიან
ამ წუთებში ინგლისის ლიგის თასის ეგიდით “ლესტერისა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირება მიმდინარეობს, ქალაქელები მეტოქეს გასვლაზე ანგარიშით 0:1 ამარცხებენ, თუმცა უფრო საინტერესო ისაა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში “სიტის” ფანები ახალ ჩანტს სკანდირებენ – “დააბრუნეთ მოურინიო” ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ დღეს დილით გაათავისუფლა, “სიტის” გულშემატკივრებს კი რა თქმა უნდა ეს არ მოეწონათ, რადგანაც პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ […]
BBC-ის ცნობით იუნაიტედს ოლე გუნარ სოლსკიაერი ჩაიბარებს
საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბრიტანული მედია დიდი სიხარულით ეგებება ამა თუ იმ მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რათა შემდეგ უამრავი ჭორი თუ მართალი გაავრცელოს. ბრიტანული მედიის ამ თავისებურების გამო მათთან სკანდალი არაერთ ცნობილ მწვრთნელს მოსვლია, მათ შორის ჟოზე მოურინიოსაც, რომელიც დღეს “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს, წლების წინ კი სერ ალექს ფერგიუსონს სულაც ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული […]
ჟოზე მოურინიო გაშვების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა (ვიდეო)
ჟოზე მოურინიო “მანჩესტერიდან” გაშვების შემდეგ საზოგადოებასთან და მედიასთან პირველად გამოჩნდა. მან საბოლოოდ დატოვა ის სასტუმრო, რომელშიც მანჩესტერში ყოფნის დროს ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, მას ძალიან ბევრი ჟურნალისტი ჩაუსაფრდა, თუმცა “განსაკუთრებულმა” ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა – იხ. ვიდეო:
Live.ge მანჩესტერის პრესცენტრს ესაუბრა – “ახალი მწვრთნელის ვინაობას მომდევნო კვირას გაიგებთ”
ჟოზე მოურინიოს პოსტიდან გათავისუფლებას, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ვინაობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა და ჭორი მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით Live.ge “მანჩესტერ იუნაიტედის” პრესცენტრს დაუკავშირდა და ოფიციალური ინფორმაცია მიიღო. -ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტს ზინედინ ზიდანი დაიკავებს. შეგიძლიათ თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება? -ამ ეტაპზე სპეკულაციებთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. როგორც ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში […]
ფერგიუსონის ყოფილი ასისტენტი მანჩესტერში?
მსოფლიო პრესაში მითქმა-მოთქმა არ წყდება, ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედს” არაერთი მოქმედი თუ უმუშევარი მწვრთნელი დაუკავშირეს, თუმცა სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილი ასისტენტი, მაიკ ფელანი მზადაა დროებით მწვრთნელს სეზონის ბოლომდე დაეხმაროს და ამჯერად მაიკლ კერიკის ასისტენტი გახდეს, რომელსაც წლების განმავლობაში წვრთნიდა. მაიკ ფელანი სერ ალექს ფერგიუსონის თანაშემწედ 5 […]
კლოპთან დაპირისპირებას მოურინიო ეწირება, მაგრამ კოლოსალურ კომპენსაციას იღებს
“ჩელსიდან” და “მანჩესტერ იუნაიტედიდან” კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე გათავისუფლების შედეგად, ჟოზე მოურინიომ კოლოსალური კომპენსაცია მიიღო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა კომპენსაციის სახით, 51.5 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა. მოურინიოსა და “ჩელსის” გზები პირველად 2007 წელს გაიყო. თავდაპირველად, მოურინიოს გათავისუფლება აბრამოვიჩს 18 მილიონი ფუნტი დაუჯდა. 2013 წელს, მოურინიო მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდანაც გაათავისუფლეს – თუმცა მადრიდელებს კომპენსაციის გადახდა არ მოუწიათ. 2015 […]
Daily Express-ის ინფორმაციით ზინედინ ზიდანი მანჩესტერის ჩასაბარებლად მზადაა
მადრიდის “რეალის” ყოფილი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, რომელმაც სამეფო კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა სამჯერ ზედიზედ მოიგო, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად დანიშვით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Daily Express იტყობინება. აღსანიშნავია, რომ ზიდანის მწვრთნელობას ბუქმეიქერები ყველაზე დაბალი კოეფიციენტით აფასებენ, მის დანიშვნას 4.50 აქვს. შეგახსენებთ რომ, რამდენიმე წუთის წინ “მანჩესტერ იუნაიტედმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა. […]
მანჩესტერის დროებითი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ რამდენიმე წუთის წინ დაკავებული თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა, რომელიც კომპენსაციის სახით 24 მილიონ ფუნტსაც მიიღებს. კლუბმა დროებით მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე პორტუგალიელის ასისტენტი და კლუბის ლეგენდა, მაიკლ კერიკი დანიშნა, რომელიც ახალი მწვრთნელის მოსვლამდე გაწვრთნის კლუბს. ასევე ნახეთ: რა თანხას მიიღებს ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაშვების შემდეგ