ჟოზე მოურინიოს ტოპ 10 ტრანსფერი ჩელსიში
16 წლის წინ, ივნისის დასაწყისში, ჟოზე მოურინიო ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკუთარ თავს “განსაკუთრებული” უწოდა, რაც ინგლისურ მედიაში ყბადაღებულ თემად იქცა. ერთი რამის თქმა კი შეიძლება – რომან აბრამოვიჩის ფინანსური მხარდაჭერის ფონზე, მოურინიომ “ჩელსი” ნამდვილად განსაკუთრებულ გუნდად აქცია, რაც წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკის შედეგიც იყო. აბრამოვიჩმა მოურინიოს “ჩელსიში” მიყვანა მისი ტრიუმფის შემდეგ […]
ჟოზე მოურინიოს ღირსეული საქციელი
UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ მიღებული ვერცხლის მედალი, ჟოზე მოურინიომ “რომას” პატარა გულშემატკივარს უსახსოვრა, რითიც “ჯალოროსის” ფანები აღაფრთოვანა. UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალურ შეხვედრაში, “სევილიასა” და “რომას” დაპირისპირება შედგა. ბუდაპეშტში გამართული ფინალური მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ 1:1 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც იასინ ბონოს ბენეფისი შედგა – “სევილიას” კიპერმა […]
ჟოზე: “ფეხბურთს და საზოგადოებას დახმარება სჭირდება”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფეხბურთში გამეფებული რასიზმის შესახებ მწუხარებით ისაუბრა. “როცა ასეთი რამ ხდება, ყოველთვის ძალიან ვწუხვარ. მე მხარს ვუჭერ მმართველი ორგანოების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულია რასიზმის წინააღმდეგ. ფეხბურთი მიკრო-საზოგადოებაა, რომელსაც დახმარება აუცილებლად სჭირდება, ისევე, როგორც მთლიან საზოგადოებას. უნდა ვებრძოლოთ და აღმოვფხვრათ დისკრიმინაციის ყველა ფორმა. ფეხბურთს და საზოგადოებას დახმარება სჭირდება”,-თქვა “განსაკუთრებულმა”. პრემიერლიგის მე-18 ტურში […]
ჟოზემ პირველად წააგო – განსაკუთრებულს კარიერაში ასეთი რამ არასდროს მოსვლია
პრემიერლიგის პირველ ტურში, “ტოტენჰემი” საშინაო არენაზე “ევერტონთან” – 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ლონდონური გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსთვის კარიერაში სეზონის გახსნითი პირველი შეხვედრა იყო, რომელშიც მარცხი განიცადა. პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა გუნდებმა 18 სეზონში 11-ჯერ იმარჯვეს და 7 შეხვედრა ფრედ დაასრულეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე, ლუკა დინის მიერ ჩაწოდებული საჯარიმოდან დომინიკ კალვერტ-ლუინის თავური […]
ჟოზემ პოგბას უპასუხა: ,,ჩემთვის სულერთია, რას იტყვის ის”
ლონდონის ,,ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ,,მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, პოლ პოგბას, კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ სოლსკიაერი, ჟოზესგან განსხვავებით, საკუთარი ფეხბურთელის წინააღმდეგ არასდროს წასულა. ,,მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის სულერთია, რას ამბობს პოლ პოგბა. ეს საერთოდ არ მაინტერესებს,” – მოურინიოს სიტყვებს independent-ი ციტირებს. მოურინიო ,,მანჩესტერ იუნაიტედში” 2016-2018 წლებში მუშაობდა. ,,წითელმა ეშმაკებმა” პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ევროპა ლიგა, […]
ჟოზემ ჰარი კეინის გოლისთვის მადლობა “Ballboy”-ის გადაუხადა (ვიდეო)
ჟოზეს ყველა მომენტი გუშინდელი მატჩიდან (ვიდეო)
რა თანხა გამოიმუშავა მოურინიომ კარიერის განმავლობაში კომპენსაციის სახით?
სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა. სამსახურიდან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე გათავისუფლების გამო, კლუბის პრეზიდენტს, დენიელ ლევის პორტუგალიელი სპეციალისტისთვის 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. საინტერესოა, რომ მთელი კარიერის განმავლობაში, “განსაკუთრებულს” ხსენებული მიზეზით ჯამში 93.5 მილიონი ევრო აქვს “გამომუშავებული”, ეს თანხა კი დეტალურად ასე გამოიყურება: ლონდონის “ჩელსიდან” ორჯერ დათხოვნის […]
რა თანხას მიიღებს მოურინიო გაგდების შემდეგ
პრემიერლიგის გრანდის მიერ ნაჩვენები კატასტროფული რეზულტატების შემდეგ, მოურინიოს პოზიციები თანდათან სუსტდებოდა. საბოლოოდ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურმა პირებმა ჟოზე მოურინიო გაათავისუფლეს. საბოლოო კულმინაციად, პრემიერლიგის ისტორიულ მტერ, “ლივერპულთან” მარცხი იქცა. მერსისაიდელებთან, “ენფილდზე” დამარცხების პასუხად “წითელი ეშმაკების” ბოსებმა მოურინიო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო კომპენსაციის სახით დაახლოებით 24 მილიონ ფუნტს მიიღებს.
რატომ არის იუნაიტედის ტრავმების ეპიდემია მოურინიოს ბრალი?!
“მანჩესტერ იუნაიტედში” ტრავმების ეპიდემიაა. ოლე გუნარ სოლსკიაერს ძირითადი შემადგენლობის 10 ფეხბურთელი დაემტვრა. ინგლისურმა გამოცემამ – Goal.Com აღნიშნული პრობლემა “იუნაიტედის” ყოფილ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს დააბრალა. სტატიაში საუბარია რამდენიმე მთავარ მიზეზზე. პირველ რიგში ნათქვამია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას არ აძლევდა. ამასთან ერთად, როგორც ჩანს, სოლსკიაერისგან განსხვავებით, მოურინიოს ტაქტიკაში არ შედიოდა ბევრი სირბილი. გადაადგილება ბურთთან ერთად, […]
რეალმა ჭორები უარყო – ბრაზილიელი კლუბში რჩება
ედერ მილიტაოს მადირიდის “რეალში” გადასვლიდან 1 წელიც არაა გასული, თუმცა “სამეფო კლუბიდან” მისი წასვლის შესახებ უკვე იწერება. ამის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი საკმარის სათამაშო დროს ვერ იღებს. იგი ზინედინ ზიდანისთვის სერხიო რამოსისა და რაფაელ ვარანის შემდეგ მესამე არჩევანია, თუმცა ნაჩო ფერნანდესთან შედარებით უპირატესი. თებერვლიდან მოყოლებული არსებობს ჭორები, რომ მილიტაოს გადაბირება ჟოზე მოურინიოს […]
რეალს ზაფხულში მოურინიო სურდა და კოლოსალურ თანხასაც სთავაზობდა
მადრიდის “რეალს” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ჟოზე მოურინიოს დაბრუნება სურს, რომელიც ორშაბათს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გააგდეს. El Pais-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინფორმაციამ ხოსე ანხელ სანჩესის წრიდან გაჟონა, რომელიც მადრიდის “რეალში” ფლორენტინო პერესის შემდეგ პირველი კაცია. “ხელმძღვანელობა ესაუბრა სამეფო კლუბის ფეხბურთელებს და მოისმინა მათი აზრი პორტუგალიელის დაბრუნების თაობაზე” – აცხადებს წყარო. აღსანიშნავია, რომ პერესს მოურინიოს წაყვანა ინგლისიდან […]