ალჟირელმა ფანებმა მარსელში არეულობა მოაწყვეს (ვიდეო)

აფრიკის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში ალჟირი ნიგერიას დაუპირისპირდა. მატჩი ალჟირის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების მომტანი გოლი რიად მაჰრეზმა 95-ე წუთზე გაიტანა.

ალჟირის გულშემატკივრებმა ნაკრების გამარჯვება მარსელში აღნიშნეს. საფრანგეთის ერთ-ერთ გამორჩეულ საპორტო ქალაქში ალჟირელი გულშემატკივრების ზეიმი ქაოტურ არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, არეულობის შემდეგ, ფრანგმა სამართალდამცავებმა 280 ალჟირელი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

ალჟირელმა ფანებმა მარსელში არეულობა მოაწყვეს (ვიდეო) 1
სტატიის ავტორი
-