დე ლიხტის შემცვლელმა აიაქსის მაისურით გაიბრწყინა

მატეის დე ლიხტის შემცვლელმა, ლისანდრო მარტინესმა “აიაქსის” მაისურით ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში გაიბრწყინა.

ლისანდრო მარტინესი ამსტერდამულ კლუბს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა. არგენტინელმა მცველმა ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “პაოკის” წინააღმდეგ გამართულ ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი პერფორმანსით არა მხოლოდ “აიაქსის” მესვეურები და ფანები – არამედ ნეიტრალური გულშემატკივრებიც მოიხიბლნენ.

სტატიის ავტორი
-