დერეკ როუზისა და ბიელიცას გასაოცარი Game Winner-ები (ვიდეო)

10 დეკემბერს NBA-ში რამდენიმე გამორჩეული მატჩი გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება “ჰიუსტონი” საკრამენტოსა” და “ნიუ ორლეანსი” “დეტროიტის” დაპირისპირებებმა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩში გამარჯვებული შესანიშნავმა Game Winner-ებმა გამოავლინა.

“ჰიუსტონი” 118:119 “საკრამენტო”

მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე, “ჰიუსტონი” 116:113 ამარცხებდა მოწინააღმდეგეს და ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა მოვლენების ამგვარ განვითარებას. “კინგსის” კალათბურთელებმა 3-ქულიანით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, რასაც პასუხად რასელ ვესბრუკის სოლო რეიდი და 2-ქულიანი მოჰყვა. “საკრამენტოს” თამაშის გადასარჩენად 1 წამი ჰქონდა, რომელიც ნემანია ბიელიცასთვის ბრწინვალე 3-ქულიანის სასროლად საკმარისი აღმოჩნდა.

დერეკ როუზისა და ბიელიცას გასაოცარი Game Winner-ები (ვიდეო) 1

 

“ნიუ ორლეანსი” 103:105 “დეტროიტი”

შეხვედრის დასრულებამდე 14 წამით ადრე ტაბლოზე საყაიმო ანგარიში ფიქსირდებოდა (103:103). “ნიუ ორლეანსის” კალათბურთელები ოვერტაიმისათვის ემზადებოდნენ თუმცა დერეკ როუზმა გასაოცარი რეიდი მოაწყო. როუზმა მის წინააღმდეგ დაცვაში მოთამაშე ჰოლიდეი ჩამოიტოვა და ბრწყინვალე ბაზერით “დეტროიტს” გამარჯვება მოუტანა.

დერეკ როუზისა და ბიელიცას გასაოცარი Game Winner-ები (ვიდეო) 2
სტატიის ავტორი
-