გიორგი შერმადინმა ბარსელონა დაჩაგრა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა (ვიდეო)
ივნისი 10, 2021 12:01 pm
ესპანეთის ლიგა ენდესას პლეი-ოფში, გიორგი შერმადინმა კვლავ გაიბრწყინა. ნახევარფინალური დაპირისპირების მეორე შეხვედრაში, “ტენერიფემ” “ბარსელონა” 80:68 დაამარცხა და შეიძლება ითქვას, რომ მასპინძელთა გამარჯვებაში ქართველმა ცენტრმა ლომის წვლილი დაიდო. პარკეტზე გატარებულ 26:48 წუთში, შერმადინმა 21 ქულისა და 10 მოხსნის დაგროვება შეძლო და მატჩის MVP-ის ტიტულს სრულიად დამსახურებულად დაეუფლა.
![გიორგი შერმადინმა ბარსელონა დაჩაგრა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა (ვიდეო) 1 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2021/06/ecdf4317-f735-4fac-a5a0-9207c01f7d4c_16-9-discover-aspect-ratio_default_0.jpg)
Category: ვიდეო მიმოხილვები, კალათბურთი