ლიონის გასაოცარი ლელო ბრივის წინააღმდეგ | VIDEO

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-12 ტურის შეხვედრაში, “ლიონი” ქართველების “ბრივს” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 41:0 დასრულდა.

აღნიშნული დაპირისპირება ტოპ 14-ის ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებულ ინტერესს ატარებდა – მატჩში ექვსმა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. “ლიონის” ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა ბექა საღინაძემ, რომელმაც კვლავ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და პირად აქტივში კიდევ ერთი ლელო ჩაიწერა. “ბრივის” ძირითად შემადგენლობაში ოთხი ქართველი მორაგბე (ვანო კარკაძე, ლუკა ჯაფარიძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე) ვიხილეთ. – ოთარ გიორგაძე კი მარქაფაში იმყოფებოდა.

“ლიონმა” მეტოქეს 5 უპასუხო ლელო დაუდო. განსაკუთრებით სანახაობრივი და გასაოცარი პირველი ლელო გამოდგა. მასპინძლებმა ბრწყინვალე 80 მეტრიანი რეიდი ლელოთი დააგვირგვინეს.

სტატიის ავტორი
-