სიმეონეს რეაქცია, როდესაც გრიზმანი 90-ე წუთზე მოედანზე შევიდა (ვიდეო)

ლა ლიგის 33-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ბარსელონა” “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა. “კამპ ნოუზე” გამართული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

საჩემპიონო რბოლაში ჩართული კატალონიური გრანდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო 3-ქულის მოპოვება, თუმცა “ბარსელონამ” ზედიზედ მეორე მატჩში დაკარგა ქულები.

აღნიშნულ დაპირისპირებაში რამდენიმე წუთი მიეცა ანტუან გრიზმანს, რომელიც “ატლეტიკოდან” “ბარსელონაში” 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე მოედანზე შესასვლელად გამზადებული გრიზმანის დანახვისას, დიეგო სიმეონეს რეაქცია ოპერატორებს არ გამოჰპარვიათ.

სტატიის ავტორი
-