სრული სიგიჟე, რომლის მსგავსსაც იშვიათად თუ ნახავთ | VIDEO

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ოკლაჰომა” “ნიუ ორლეანსს” დაუპირისპირდა. ოკლაჰომაში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, 110:113 დასრულდა.

მატჩის უკანასკნელი წამები დრამატული გამოდგა – ორივე გუნდმა სრული სიგიჟე შემოგვთავაზა, რომელიც კალათბურთის სტაჟიან გულშემატკივარსაც კი იშვიათად უნახავს. შეხვედრის დასრულებამდე 1.4 წამით ადრე, ჟილ-ალექსანდერმა “ბაზერით” ანგარიში გაათანაბრა. “ოკლაჰომას” კალათბურთელები ოვერტაიმისათვის ემზადებოდნენ, რა დროსაც დევონტე’ გრემმა საკუთარი ნახევრიდან ზუსტი 3-ქულიანი შეასრულა.

სტატიის ავტორი
-