როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, “მანჩესტერ სიტის” განაპირა მცველი ჟოაუ კანსელუ ინგლისის დატოვებასთან ახლოს არის. რომანოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, 28 წლის პორტუგალიელი 6 თვიანი იჯარით “ბაიერნში” ითამაშებს. დევიდ ორნშტეინის თანახმად, შეთანხმება “სიტისა” და “ბაიერნს” შორის საბოლოო ფაზაშია. აღსანიშნავია, რომ მიუნხენურ კლუბს, სურვილის შემთხვევაში, კანსელუს გამოსყიდვის უფლება ექნება.
![ჟოაუ კანსელუ ბაიერნში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა ჟოაუ კანსელუ ბაიერნში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა](https://old.belive.ge/wp-content/uploads/2023/01/328364209_1586947505157291_7015738353084199021_n-min.jpg)