ქართველი ფეხბურთელების შეფასება შოტლანდიასთან მატჩში

ევრო 2024-ის კვალიფიკაციის, ევროპის ზონის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში, შოტლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა.

“ჰემპდენ პარკზე” გამართული მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაპირისპირება ძლიერი წვიმის თანხლებით დაიწყო, რამაც მოედანზე არასახარბიელო სათამაშო პირობები შექმნა და მატჩის სანახაობრიობაზე ნეგატიურად იმოქმედა. უამინდობის გამო მე-10 წუთზე მთავარმა არბირტმა მატჩის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და დაახლოებით 1 საათის შემდეგ განაახლა.

ავტორიტეტულმა ვებგვერდმა whoscored.com-მა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეების შეფასება გამოაქვეყნა. ყველაზე მაღალი შეფასება სოლომონ კვერკველიამ მიიღო, რომელიც ბურთს 81-ჯერ შეეხო.

ძირითადი შემადგენლობა

მამარდაშვილი – 6.08

კაკაბაძე – 6.37

კაშია – 6.17

კვერკველია – 6.83

გაგნიძე – 6.73

კვარაცხელია – 6.29

კიტეიშვილი – 6.77

კვეკვესკირი – 6.15

ლობჟანიძე – 5.78

მიქაუტაძე – 6.11

დვალი – 5.99

შეცვლაზე შემოსული

ზივზივაძე – 6.02

გოჩოლეიშვილი – 6.07

დავითაშვილი – 6.62

ქართველი ფეხბურთელების შეფასება შოტლანდიასთან მატჩში

სტატიის ავტორი
-