ახალგაზრდა მეკარეების ბენეფისი: მამარდაშვილის და გუგეშაშვილის შესანიშნავი მატჩი (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს გორის “დილა” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი უგოლოდ დასრულდა, თუმცა ამის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამორჩეული მატჩი ვიხილეთ. ეს ის შემთხვევა იყო, როცა შემტევებზე უფრო წარმატებულად და სანახაობრივადაც მეკარეებმა ითამაშეს. ლუკა გუგეშაშვილმა და გიორგი მამარდაშვილი კარიერის გამორჩეული თამაში ჩაატარეს და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ საქართველოს ნაკრების კარის უსაფრთხოება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში პრობლემა არ უნდა იყოს.

Live.ge ხსენებული შეხვედრიდან, 21-წლამდე ნაკრების მეკარეების გამორჩეული მომენტებისგან შემდგარ ვიდეოს გთავაზობთ.

 

სტატიის ავტორი
-