ეროვნული ლიგა: XIII ტურის სიმბოლური გუნდი 

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტური ლიდერთა შეხვედრებით გამოირჩა. აქ ერთმანეთს წამყვანი ოთხეულის გუნდები დაუპირისპირდნენ.

ორი “დინამო” ორ თბილისურ კლუბს შეხვდა და თავის აქტივს 3-3 ქულა შესძინა. თბილისურმა “დინამომ” თანაქალაქელ “ლოკომოტივს” სტუმრად შეხვდა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. რაც შეეხება ბათუმელებს, მათაც ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, “საბურთალოსთან” მინიმალური უპირატესობით – 1:0 იმარჯვეს.

მსგავსი ანგარიშით მოიგო ქუთაისის “ტორპედომაც“, რომელმაც შინ თბილისის “მერანს” გოლი ბოლო წუთზე, სტანდარტული სიტუაციიდან გაუტანა – 1:0.

ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა გორში შედგა, სადაც მასპინძელმა “დილამ” ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი “ჩიხურა” – 6:1 გაანადგურა.

ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც გულშემატკივარმა გოლი ვერ იხილა იმერეთში გამართული “სამტრედიისა” და “თელავის” დუელი გახლდათ.

ეროვნული ლიგა: XIII ტურის სიმბოლური გუნდი  1

მე-13 ტურის შედეგები:

“სამტრედია” – “თელავი” 0:0

“დილა” – “ჩიხურა” 6:1

“ტორპედო” – “მერანი” 1:0

“საბურთალო” – “დინამო ბათუმი” 0:1

“ლოკომოტივი” – “დინამო თბილისი” 0:2

მეცამეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: ლევან შოვნაძე (ქუთაისის “ტორპედო”).

მცველები: როდნი კლოუსტერი, დავით კობოური (ორივე “დინამო თბილისი”), ლაშა კასრაძე (ქუთაისის “ტორპედო”), ვანდერსონ სილვა (გორის “დილა”).

ნახევარმცველები: თორნიკე გაფრინდაშვილი, ჯაბა ჯიღაური (ორივე “დინამო ბათუმი”), გიორგი გაგნიძე, ფრანცისკო მადინგა (ორივე გორის “დილა”).

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (“დინამო თბილისი”), მიკოლა კოვტალიუკი (გორის “დილა”).

მწვრთნელი: ჩისკო მუნიოსი (“დინამო თბილისი”).

ეროვნული ლიგა: XIII ტურის სიმბოლური გუნდი  2

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

ეროვნული ლიგა: XIII ტურის სიმბოლური გუნდი 

სტატიის ავტორი
-