,,22 წლის გახდა და უკვე ვეტერანს ჰგავს” – Corriere dello Sport-ი კვარაზე

,,კრემონეზესთან” გატანილი გოლის შემდეგ, იტალიური გამოცემა – Corriere dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ასე გამოეხმაურა:

,,ის 22 წლის გახდა, სერია A-ში ახალწვეულია, მაგრამ უკვე ვეტერანს ჰგავს! კლასი, ლიდერობა და მოტივაცია! მეცხრე გოლი სერია A-ში!

დაბადების დღეს გილოცავთ, კვარა!” – წერს გამოცემა სოციალურ ქსელში.

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,კრემონეზეს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა.

22 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 59 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 17 თებერვალს, ,,სასუოლოსთან” სტუმრად გამართავს.

,,22 წლის გახდა და უკვე ვეტერანს ჰგავს” – Corriere dello Sport-ი კვარაზე

სტატიის ავტორი
-