აიაქსის მორიგი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “აიაქსმა” ლონდონში “ტოტენჰემი” 0:1 დაამარცხა და საინტერესო მიღწევის თანაავტორი გახდა.

“აიაქსი” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე გუნდია, რომელმაც ფლეი-ოფში ყველა გასვლითი შეხვედრა მოიგო.

მსგავსი შედეგი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე “ბაიერნსა” და “რეალს” აქვთ დაფიქსირებული.

“ბაიერნმა” ამის გაკეთება 2012-2013 წლების სეზონში შეძლო და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა, ხოლო “რეალმა” 2017-2018 წლების სეზონში და მანაც გაიფორმა ჩემპიონობა.

კიდევ ერთი საინტერესო დამთხვევა ისაა, რომ სამივე ზემოთ აღნიშნულმა გუნდმა მეოთხედფინალში “იუვენტუსი” დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ “აიაქსმა” მიმდინარე სეზონში მერვედფინალურ ეტაპზე სტუმრად “რეალი” 1:4 გაანადგურა, მეოთხედფინალში 1:2 “იუვენტუსს” მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ანგარიშით 0:1 “ტოტენჰემის” დამარცხება შეძლო.

აიაქსის მორიგი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

სტატიის ავტორი
-