ბაიერნი ახალი რეკორდის ზღვარზეა

მიუნხენის “ბაიერნი” შესანიშნავ სეზონს ატარებს.

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში გერმანელებმა “ბარსელონა” 8:2 გაანადგურეს.

კოუტინიოს გატანილი მერვე გოლი, რიგით 39-ე აღმოჩნდა. ფლიკის გუნდმა, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე 39 გოლის გატანა 9 შეხვედრაში მოახერხა.

ამ მხრივ რეკორდი “ბარსელონას” ეკუთვნის. კატალონიელებმა 1999/2000 წლის სეზონში 16 შეხვედრაში 46 გოლის გატანა მოახერხეს.

ამის შემდეგ “რეალი” და “ლივერპული” მოდიან.

“სამეფო კლუბმა” 2013/2014 წლის სეზონში 13 ჩატარებულ შეხვედრაში 41 გოლი გაიტანა.

იგივე რაოდენობის გოლებით იწონებს თავს “ლივერპული.” კლოპის გუნდმა ეს 2017/2018 წლის სეზონში მოახერხა.

აღსანიშნავის ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონში, კორონავირუსის გამო, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის სისტემა შეიცვალა და შეხვედრები 1 მატჩიანი გახდა.

“ბაიერნმა” კი როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 39 გოლი 9 შეხვედრაში გაიტანა. გერმანელებს შესანიშნავი შანსი აქვთ, რომ “ლივერპულისა” და “რეალის” შედეგი გააუმჯობესონ. მათ ამისთვის მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ 2 შეხვედრა დარჩათ.

თეორიულად “ბარსელონას” რეკორდის გაუმჯობესებაც შესაძლებელია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ბაიერნი ახალი რეკორდის ზღვარზეა

სტატიის ავტორი
-