ბართომეუ: “ოქროს ბურთი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს დაუბრუნდა” 

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ მისი გუნდის კაპიტნის ლიონელ მესის მიერ წლის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს ოქროს ბურთის მოგება შეაფასა.

“ოქროს ბურთი კვლავ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის ხელში დაბრუნდა. ფეხბურთი და ბარსელონა კიდევ ერთ დიდ მიღწევას აღნიშნავენ. გილოცავ ლეო!”, – დაწერა ესპანელმა Twitter-ში.

არგენტინელისთვის ეს კარიერაში მეექვსე ოქროს ბურთი იყო, რა შედეგითაც ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

ბართომეუ: “ოქროს ბურთი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს დაუბრუნდა” 

სტატიის ავტორი
-