საქართველოს ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშება 29 თებერვალს დაიწყება. ეროვნულ ლიგას მოქმედი ჩემპიონი, “დინამო თბილისი” გახსნის, რომელიც შინ საუკეთესოთა შორის დაბრუნებულ “თელავს” მიიღებს.
ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” იმავე დღეს დებიუტანტ, თბილისის “მერანს” უმასპინძლებს.
მომდევნო დღეს გაიმართება ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა. “ჩიხურა” “საბურთალოს” ესტუმრება, “დილა” – “ტორპედოს”, “ლოკომოტივი” კი “სამტრედიას” მიიღებს.
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მე-2 ტურის განრიგიც გამოაქვეყნა, რომლის ცენტრალური დაპირისპირება თბილისში გაიმართება. “დინამო თბილისი” “დინამო ბათუმს” “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება.
“ჩიხურა” საკუთარ მოედანზე “ლოკომოტივს” შეხვდება, თბილისის “მერანი” “საბურთალოს”, “ტორპედო” “სამტრედიას” ესტუმრება, “თელავი” კი “დილას” მიიღებს.