გერმანულ მედიაში ბაიერნის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება

მიუნხენის ,,ბაიერნი” ზაფხულში შემტევის ყიდვას შეეცდება.

გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, ,,რეკორდმაისტერის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე წელს ,,ტოტენჰემის” თავდამსხმელი, ჰარი კეინი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენელები ფეხბურთელის სანაცვლოდ მაქსიმუმ 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. მალე ,,ბაიერნის” წარმომადგენლები ინგლისელთან მოლაპარაკებების ახალ ეტაპს დაიწყებენ.

2022-2023 წლების სეზონში კეინმა ,,ტოტენჰემის” მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. 29 წლის თავდამსხმელს ,,დეზებთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

გერმანულ მედიაში ბაიერნის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება

სტატიის ავტორი
-