გვარდიოლას კარიერაში ყველაზე ცუდი სეზონი აქვს

ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურის შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საშინაო არენაზე დერბი მოიგო და “სიტის” 2 უპასუხო გოლი გაუტანა.

ქალაქელებისთვის” ეს მიმდინარე სეზონში მეშვიდე მარცხი იყო, რაც პეპ გვარდიოლასთვის ანტი-რეკორდია. აქამდე, ესპანელ სპეციალისტს ერთ სეზონში, შიდა ჩემპიონატში 6-ზე მეტი შეხვედრა არასდროს წაუგია. “ბარსელონაში” და “ბაიერნში” მუშაობისას 48 წლის მწვრთნელის ჰქონდა ყველაზე ცუდი შედეგი 5 წაგება იყო. რაც შეეხება ინგლისს, აქ გვარდიოლას გუნდმა სადებიუტო სეზონში 6 მატჩი დათმო.

არ არის გამორიცხული, პეპის ანტი-რეკორდი კიდევ უფრო გაიზარდოს – ინგლისის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონს წინ კიდევ 10 მატჩი ელის, აქედან ორი “ლივერპულისა” და “ჩელსის” წინააღმდეგ.

გვარდიოლას კარიერაში ყველაზე ცუდი სეზონი აქვს

სტატიის ავტორი
-