ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში  დაწინაურდა

ვებგვერდმა, Goal.com-მა, ,,ოქროს ბურთის” მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მე-6 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ერთი პოზიციით დაწინაურდა. აქამდე “კვარადონა” მე-7 ადგილზე იმყოფებოდა და ისეთ მოთამაშეებს უსწრებდა, როგორებიც არიან ვიქტორ ოსიმენი, კაზემირო და ჯამალ მუსიალა.

ხვიჩა კვარაცხელია

ბოლო რეიტინგი: მე-7 ადგილი

2022-2023 წლების სეზონი: 16 გოლი და 17 ასისტი

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედმდეგ, “ნაპოლი” ფინალში გამსვლელთა შორის ერთ-ერთი ფავოტრიტია. ქართველი გარემარბი სერია ა-ში გადაცემებისა და გოლების გატანას აგრძლებს. ლუჩიანო სპალეტის გუნდი, დიდი ალბათობით, აპრილის ბოლომდე სკუდეტოს დაისაკუთრებს. – წერს GOAL.com.

,,ოქროს ბურთის” 10 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:

1. ლიონელ მესი – “პსჟ”

2. ერლინგ ჰოლანდი – “მანჩესტერ სიტი”

3. კილიან მბაპე – “პსჟ”

4. ვიქტორ ოსიმენი – “ნაპოლი”

5. ვინისიუს ჟუნიორი – “რეალი”

6. ხვიჩა კვარაცხელია – “ნაპოლი”

7. მარკუს რაშფორდი – “მანჩესტერი”

8. რობერტ ლევანდოვსკი – “ბარსელონა”

9. კაზემირო – “მანჩესტერი”

10. ბუკაიო საკა – “არსენალი”

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში დაწინაურდა

სტატიის ავტორი
-