პედრო როდრიგესი რომაში ?!

როგორც ცნობილია პედრო როდრიგესს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი ეწურება. ასევე ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ კლუბს ესპანელი აღარ სჭირდება.

ცნობილი გამოცემა “Goal” ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ესპანელ ფეხბურთელს იტალიიდან დაუკავშირდნენ და “რომაში” თამაში შესთავაზეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილება მიიღო პედრომ. ესპანელის აგენტი “ბარსელონას” დაუკავშირდა და თავისი ფეხბურთელი შესთავაზა, თუმცა კატალონიელებმა ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებაზე უარი განაცხადეს.

პედროს პრიორიტეტი სამშობლოში დაბრუნებაა და მისით ვალენსიაც ინტერესდება, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რომაული კლუბი აქტიურობს.

ყველაფერს ნათელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მოეფინება.

პედრო როდრიგესი რომაში ?!

სტატიის ავტორი
-