რეინჯერსის გულშემატკივრებმა მატჩის მიწურულს კვარას შეურაცხყოფა მიაყენეს

“ნაპოლიმ” გუშინდელ შეხვედრაში “რეინჯერსს” საკუთარ კედლებში მოუგო. “აიბროქსსზე”, იტალიურმა კლუბმა მოწინააღმდეგე 0:3 დაამარცხა. ეს შეხვედრა ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოდან დაიწყო და მოედანზე 89 წუთი დაჰყო.

როგორც ჩანს, შოტლანდიელმა გულშემატკივარმა საკუთარ მოედანზე მარცხი ვერ აიტანა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს შეურაცხყოფა მიაყენა. იტალიური გამოცემა areanapoli-ს თქმით, სტიუარდები და მოედნის დაცვა ძლივს აკავებდა ფანების ნაკადს. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბრიტანელებმა ხვიჩა კვარაცხელიას შეურაცხყოფა მიაყენეს და რამდენიმე ფეხბურთელზე თავდასხმაც სცადეს.

https://twitter.com/TrebleKings67/status/1570406918509985792?fbclid=IwAR1kE7PWHEN_N6JjU9j8BcJIJNKvobfUMSsYV-k0D8tZncCW4_7vCPOqjW0

შემდეგი შეხვედრა ხვიჩას გუნდს 18 სექტემბერს “სან სიროზე” “მილანის წინააღმდეგ ელის. აღნიშნული მატჩი, თბილისის დროით, 22:45 საათზე გაიმართება.

რეინჯერსის გულშემატკივრებმა მატჩის მიწურულს კვარას შეურაცხყოფა მიაყენეს

სტატიის ავტორი
-