სატრანსფერო სეზონის შეჯამება: ტოპ 5 გამარჯვებული და დამარცხებული გუნდი

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი დასრულებულია. გასული თვეების განმავლობაში, არაერთი ცხელი და სენსაციური ტრანსფერი განხორციელდა, თუმცა ამ სტატიაში ტოპ ტრანსფერებს ნაცვლად, გამოვყოფთ იმ გუნდებს, რომლებმაც ყველაზე დიდი სარგებელი მიიღეს, ან მეორე მხრივ, შემადგენლობის გაძლიერება ვერ მოახერხეს.


გამარჯვებულები


5. მანჩესტერ სიტი

LONDON, ENGLAND - AUGUST 04: Rodri of Manchester City poses with the community shield during the FA Community Shield match between Liverpool and Manchester City at Wembley Stadium on August 4, 2019 in London, England. (Photo by Marc Atkins/Getty Images)

“მანჩესტერ სიტის” განსაკუთრებით არ უაქტიურია, თუმცა გუნდს, რომელმაც პრემიერ ლიგის გასულ ორ სეზონში 100 და 98 ქულა დააგროვა, გარკვეული გადახალისება მაინც სჭირდებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბენჯამინ მენდი ტრავმებისადმი მიდრეკილია, “სიტიმ” “პსვ”-დან ესპანელი მარცხენა მცველი, ანხელინიო შეიძინა (€12 მლნ.). რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს, “სიტიმ” ძალიან მომგებიანი ბარტერი განახორციელა და “იუვენტუსს” ჟოაო კანსელუს სანაცვლოდ €65 მილიონი და ბრაზილიელი დანილო შესთავაზა.

ასევე, გუნდს სოლიდური თანხის სანაცვლოდ დაემატა ნიჭიერი 23 წლის ნახევარმცველი როდრიგო (€70 მლნ.), რომელიც ფერნანდინიოს შემცვლელად მოიაზრება.

პედრო პოროს, ზაკ სტეფენისა და რიოტარო მეშინოს ტრანსფერებს სავარაუდოდ ნაკლები ყურადრება უნდა მივაქციოთ – ერთი სიტყვით, “სიტიმ” განვლილი ზაფხული ნაყოფიერად გამოიყენა, რაშიც დიდი წვლილი გუნდის სპორტულ დირექტორს, ჩიკი ბეგირისტაინს მიუძღვის.

4. დორტმუნდის ბორუსია

BERLIN, GERMANY - AUGUST 31: Mats Hummels of Borussia Dortmund controls the ball during the Bundesliga match between 1. FC Union Berlin and Borussia Dortmund at Stadion An der Alten Foersterei on August 31, 2019 in Berlin, Germany. (Photo by TF-Images/Get

დორტმუნდის “ბორუსიას” ამოცანა მარტივად გამოსაცნობი იყო: გუნდი უნდა გაძლიერებულიყო იმდენად, რომ 2019/20 წლების სეზონის ბუნდესლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში “ბაიერნისთვის” სათანადო კონკურენცია გაეწია.

გუნდმა რამდენიმე კარგი ფეხბურთელი შეიძინა – იულიან ბრანდტი (€25 მლნ.) და ტორგან აზარი (€25 მლნ.) გუნდის შემტევით პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ. ამასთან, გუნდს დაუბრუნდა “უძღები შვილი,” მატს ჰუმელსი, რომელიც მანუელ აკანჯის შეუწყვილდება და დაცვას უფრო გაუვალს გახდის.

გასული წლის არაერთი რეკორდის ავტორი, პაკო ალკასერი, ახლა უკვე ოფიციალურად “ბორუსიას” ფეხბურთელია – მის სანაცვლოდ გერმანელებმა “ბარსელონას” €21 მილიონი გადაუხადეს, ხოლო ფეხბურთელს კი კონტრაქტი 2023 წლამდე გაუფორმეს.

3. არსენალი

LONDON, ENGLAND - AUGUST 17: Dani Ceballos of Arsenal during the Premier League match between Arsenal FC and Burnley FC at Emirates Stadium on August 17, 2019 in London, United Kingdom. (Photo by Chloe Knott - Danehouse/Getty Images)

ზაფხულის დასაწყისში, გავრცელდა ინფორმაცია რომ ლონდონის “არსენალის” სატრანსფერო ბიუჯეტი სულ რაღაც £45-50 მილიონი იქნებოდა. გულშემატკივრები მორიგი არაფრის მომცემი და უღიმღამო სეზონისთვის მოემზადნენ, თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

“მეთოფეებმა” სატრანსფერო ბაზარზე ძალიან იაქტიურეს და ჯამში €150 მილიონზე მეტი დახარჯეს: “არსენალის” რიგებს ზაფხულში შეუერთდნენ ნიკოლას პეპე (€80 მლნ.), ვილიამ სალიბა (€30 მლნ.), კირან ტირნი (€27 მლნ.), დავიდ ლუიზი (€8.7 მლნ.), გაბრიელ მარტინელი (€6.7 მლნ.) და დანი სებალიოსი (იჯარის წესით). ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ “არსენალი” მიმდინარე სეზონში მინიმუმ ოთხეულში მოსახვედრად ღირსეულად იბრძოლებს.

2. ატლეტიკო

MADRID, SPAIN - SEPTEMBER 01: Joao Felix of Atletico de Madrid scores the first goal of the team during the La Liga match between Club Atletico de Madrid and SD Eibar SAD at Wanda Metropolitano on September 01, 2019 in Madrid, Spain. (Photo by Quality Sp

 

“ატლეტიკო” – გუნდი, რომლის სახელიც მიმდინარე ზაფხულში არაერთ ხმაურიან ტრანსფერს უკავშირდება. გუნდი ისეთმა პროფესიონალებმა დატოვეს, როგორებიც ანტუან გრიზმანი (“ბარსელონა”), დიეგო გოდინი (“ინტერი”), ლუკას ერნანდესი (“ბაიერნი”), როდრიგო (“მანჩესტერ სიტი”), ფილიპე ლუისი (“ფლამენგო”), ხუანფრანი (“სან პაულო”) და სხვები არიან.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული დანაკარგი უკვე შევსებულია – დიეგო სიმეონემ გუნდის განახლება გადაწყვიტა. გრიზმანი “ატლეტიკომ” €120 მილიონად გაყიდა, €126 მილიონად კი ახალგაზრდა ტალანტი, ჟოაო ფელიქსი შეიძინა. ხუანფრანს კიერან ტრიპიერი (€22 მლნ.) ჩაანაცვლებს, ფილიპე ლუისს კი 21 წლის ბრაზილიელი ტალანტი, რენან ლოდი. ასევე, გუნდს შეუერთდნენ მარკოს ლორენტე, მარიო ერმოსო და ფელიპე, რაც საერთო ჯამში, გუნდს მნიშვნელოვნად გადაახალისებს და “ატლეტიკოს” ახალ ენერგიას შესძენს.

1. ინტერი

MILAN, ITALY - AUGUST 26: Stefano Sensi of FC Internazionale celebrates his goal during the Serie A match between FC Internazionale and US Lecce at Stadio Giuseppe Meazza on August 26, 2019 in Milan, Italy. (Photo by Emilio Andreoli/Getty Images)

 

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ “ინტერს” ყველაზე წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკა ჰქონდა – მილანური გუნდი, რომელიც წლების წინ გრანდად ითვლებოდა და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს შორის შედიოდა, ძველი დიდების დაბრუნების გზაზეა.

მაისის ბოლოს, “ინტერის” მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე დაინიშნა. მან სპორტულ დირექტორთან, ბეპე მაროტასთან ერთად, გუნდის განახლებაზე დაიწყო ზრუნვა. ცნობისთვის, ბეპე მაროტა 2010-2018 წლებში “იუვენტუსის” შემადგენლობის მთავარი არქიტექტორი იყო.

მიმდინარე სეზონში, “ინტერის” ცენტრალურ ხაზს გამოცდილი ურუგვაელი ფეხბურთელი, დიეგო გოდინი გაამაგრებს, რომელიც მილანელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გამოკვეთილ ფორვარდად რომელუ ლუკაკუ ითამაშებს, რომელმაც “პარი სენ-ჟერმენში” წასული მაურო იკარდი ჩაანაცვლა – ფეხბურთელი, რომელიც არაერთ სკანდალთან იყო ასოცირებული.

ასევე აღსანიშნავია, რომ “ინტერმა” იჯარის წესით ალექსის სანჩესი დაიმატა. მთავარი საკითხი კი ის არის, რომ “ინტერში” თამაშისას, ჩილელი ვარსკვლავის ანაზღაურების 75%-ს კვლავ “მანჩესტერ იუნაიტედი” გადაიხდის – ეს საკითხი, სავარაუდოდ, ბეპე მაროტას საოცარი მოლაპარაკების უნარის დამსახურებაა.

სატრანსფერო სეზონის შეჯამება: ტოპ 5 გამარჯვებული და დამარცხებული გუნდი

სტატიის ავტორი
-