სპალეტი: ,,ხვიჩას ასეთი სტარტი არ მიკვირს, არც დღეს გატანილი გოლი”

,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,ლაციოსთან” მოგებული მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ქართველმა ფეხბურთელმა რომაულ გუნდს გამარჯვების გოლი გაუტანა:

,,კვარა? მისი ასეთი სტარტი არ მიკვირს, მათ შორის არც დღეს გატანილი გოლი, რადგან ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია.

ის მორცხვი ბიჭია, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა არასდროს უნდა, მაგრამ მოედანზე სულ სხვა დამოკიდებულება აქვს,” – განაცხადა სპალეტიმ.

იტალიელმა სპეციალისტმა მისი გუნდის ამჟამინდელი ფორმაც შეაფასა:

,,ჩვენ სწორ გზაზე ვართ, გუნდი კარგ ფორმაშია. ბურთი ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ, რისი უფლებაც ჩვენი თვისებების გამო არ გვაქვს. იმედია, ბიჭები თავს ევროტურნირზეც გამოიჩენენ,” – სპალეტის სიტყვებს tuttomercatoweb-ი ციტირებს.

სერია A-ს 5 ტურის შემდეგ, კვარაცხელიას ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ,,ნაპოლი” მომავალ მატჩს უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ,,ლივერპულის” წინააღმეგ გამართავს.

სპალეტი: ,,ხვიჩას ასეთი სტარტი არ მიკვირს, არც დღეს გატანილი გოლი”

სტატიის ავტორი
-