სუარესმა პსჟ უარით გაისტუმრა

“ატლეტიკოს” ახალწვეულის, ლუის სუარესის გაფორმება არაერთ ევროპულ გრანდს სურდა, თუმცა ურუგვაელმა ფორვარდმა ესპანეთში დარჩენა გადაწყვიტა. “ბლაუგრანას” ვარსკვლავის გაფორმება “იუვენტუსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” სურდათ, მაგრამ სუარესმა “ატლეტიკოს” მაისური მოირგო.

სუარესის შეძენით ტომას ტუხელი ინტერესდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული გრანდის სურვილის მიუხედავად, “ბარსელონას” ხელმძღვანელებს სუარესის საფრანგეთში გაშვება არ სურდათ – “პსჟ”-ს წინადადება არც ურუგვაელმა ვარსკვლავმა მიიღო.

ლუის სუარესი “ბარსელონას” 2014 წელს, “ლივერპულიდან” შეუერთდა. ლა ლიგის გრანდის რიგებში გატარებული 6 სეზონის განმავლობაში, სუარესმა ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული კი ოთხჯერ მოიპოვა. ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ 191 მატჩში, სუარესმა 147 გოლი გაიტანა.

სუარესმა პსჟ უარით გაისტუმრა

სტატიის ავტორი
-