“სუპერ-კომპიუტერმა” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული დაასახელა

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გუნდების მონაცემები “სუპერ-კომპიუტერში” შეიყვანეს.

ტექნოლოგიის მიერ მიღებული შედეგების თანახმად, 2019/20 წლების სეზონის ტურნირის მოგების ყველაზე მეტი შანსი “ბაიერნს” აქვს – 21%. მიუნხენელთა შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, “ლივერპული” მოდის – 20%.

რაც შეეხება მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას”, შესაბამისად, მათი შანსები მხოლოდ 6 და 8 %-ადაა შეფასებული.

ტურნირის მთავარ აუტსაიდერად “სუპერ-კომპიუტერმა” “ვალენსია” მიიჩნია.

"სუპერ-კომპიუტერმა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული დაასახელა 1

“სუპერ-კომპიუტერმა” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული დაასახელა

სტატიის ავტორი
-