მადრიდის “რეალი” შემოსავლებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

შემოსავლების მხრივ, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბების სიას მადრიდის “რეალი” ჩაუდგა – ცნობილია, რომ ესპანურმა გრანდმა 2017/18 წლების სეზონში, შემოსავლის სახით, €760,9 მილიონი მიიღო, მეორე პოზიციას კი კატალონიის €700 მილიონით “ბარსელონა” იკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Deloitte ავრცელებს.

Deloitte-ის წარმომადგენლის, ჯეინ ჯონსის განცხადებით, მადრიდული გუნდის ფინანსური მაჩვენებლების ზრდა ჩემპიონთა ლიგის 3-ჯერ მოგებასთან პირდაპირ უკავშირდება.

საინტერესო ფაქტია, რომ ესპანურმა გრანდებმა 1 წლის წინ გამოქვეყნებული რეიტინგის ლიდერი, “მანჩესტერ იუნაიტედი,” მესამე ადგილზე გადაიყვანეს – “წითელი ეშმაკების” შემოსავალმა 590 მილიონი ფუნტი შეადგინა, რაც დაახლოებით €675 მილიონს უტოლდება.

რეიტინგი ასე გამოიყურება:

 

საფეხბურთო კლუბიშემოსავალი 2017/2018 წლების სეზონში
მადრიდის რეალი€760,9 მილიონი
ბარსელონა€700 მილიონი
მანჩესტერ იუნაიტედი€675 მილიონი
ბაიერნი€637,3 მილიონი
მანჩესტერ სიტი€576,7 მილიონი
ლივერპული€520,6 მილიონი
არსენალი€445 მილიონი
ტოტენჰემი€433,6 მილიონი

 

მადრიდის “რეალი” შემოსავლებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

სტატიის ავტორი
-