ორლანდომ გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
“ორლანდო მეჯიქმა” გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, რის შედეგადაც ქართველი ცენტრი ფრენჩაიზის ღირსებას კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დაიცავს. განახლებული კონტრაქტის თანახმად, ბითაძე 2.07 მილიონ დოლარს მიიღებს. NBA-ის 2022-23 წლების სეზონში, ბითაძეს “ინდიანას” რიგებში სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლეოდა, მაგრამ “ორლანდოში” მკვეთრად გაუმჯობესებული პირობები მიიღო. რეგულარულ სეზონში ბითაძემ “ორლანდოს” მაისური 17 შეხვედრაში მოირგო და საშუალოდ 5.8 ქულასა […]
ავტორიტეტული მედია გამოცემა THE ATHLETIC, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოთამაშე იმ ცენტრების შესახებ წერს, რომლებიც ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობენ. ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის გარშემო შექმნილი ვითარება წარმოადგენს. ავტორიტეტული გამოცემა აღნიშნავს, რომ NBA-ში თავის დამკვიდრების უკეთესი შანსი სანდრო მამუკელაშვილს აქვს. “მილუოკი ბაქსიდან” გაშვების შემდეგ, მამუკელაშვილი “სან ანტონიომ” დაიმატა. მისი სიმაღლის […]
გოგა ბითაძის გამორჩეული მომენტები ბრუკლინის წინააღმდეგ | VIDEO
ბითაძე: ,,ვცდილობ, ყველას ვაჩვენო, რომ ყოველთვის, ყველა თამაშში, 100%-ით ვიხარჯები”
,,ორლანდო მეჯიქის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ, ,,ბრუკლინთან” წაგებული მატჩის შემდეგ, მის გუნდსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: ,,არა მხოლოდ კალათბურთელები, არამედ გუნდის სხვა წევრებიც გაშლილი ხელებით დამხვდნენ და ჩემთვის გარემოსთან შეგუება მარტივი გამოდგა. მოგეხსენებათ აქ სეზონის შუაში გადმოვედი. გავდივარ და ვცდილობ ვაჩვენო ყველას, რომ ყოველთვის, ყველა თამაშში, 100 %-ით ვიხარჯები. სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებ, სწორად ვთამაშობ. მაქსიმალურად ვცდილობ, […]
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ბრუკლინისა” და “ორლანდოს” დაპირისპირება შედგა. ნიუ იორკში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით – 101:84 დასრულდა. გოგა ბითაძემ “ბრუკლინის” წინააღმდეგ ორმაგი დუბლი გაიფორმა და “ორლანდოს” მაისურით კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ დროში 12 ქულის, 15 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ბითაძემ საკმაოდ მაღალი […]
გოგა ბითაძის 7 ქულა და 7 მოხსნა კლივლენდის წინააღმდეგ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ორლანდოსა” და “კლივლენდის” დაპირისპირება შედგა. ორლანდოში, “Amway Center”-ში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით – 94:118 დასრულდა. “მეჯიქის” რიგებში გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა. პარკეტზე გატარებულ 20:51 წუთში, ქართველმა ცენტრმა 7 ქულის, 7 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
გოგა ბითაძის 10 ქულა და 6 მოხსნა კლივლენდის წინააღმდეგ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ორლანდოსა” და “კლივლენდის” დაპირისპირება შედგა. ორლანდოში გამართული სანახაობრივი მატჩი, მასპინძელთა მარცხით 113:117 დასრულდა. გოგა ბითაძემ “ორლანდოს” რიგებში შედეგიანი მატჩი ჩაატარა. პარკეტზე გატარებულ დროში, ქართველმა ცენტრმა 10 ქულის, 6 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
ბითაძის 13 ქულა დეტროიტის წინააღმდეგ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ორლანდოსა” და “დეტროიტის” დაპირისპირება შედგა. ორლანდოში, “Amway Center”-ში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 128:102 დასრულდა. “ორლანდოს” ქართველმა ცენტრმა – გოგა ბითაძემ, ფრენჩაიზში პირადი რეკორდი გაიმეორა. პარკეტზე გატარებულ 17:51 წუთში, ბითაძემ 13 ქულის, 3 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ გოგა ბითაძემ 5-დან 5 ორქულიანი და 4-დან […]
ორლანდომ ვაშინგტონს მოუგო – ბითაძემ 22 წუთამდე ითამაშა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა” ,,ვაშინგტონ უიზარდი” სტუმრად 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 116-109 დაამარცხა. ,,მეჯიქის” შემადგენლობაში 22 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ, რომელმაც 2 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გოგამ მატჩში ბურთი ფარისკენ სულ 4-ჯერ ისროლა და ერთი ორქულიანი ჩააგდო. ,,ორლანდოს” პაოლო ბანკერომ ულიდერა – ფორვარდმა […]
ბითაძის 13 ქულა და 6 მოხსნა მემფისის წინააღმდეგ | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “მემფისისა” და “ორლანდოს” დაპირისპირება შედგა. მემფისში, “FedExForum”-ზე გამართული დრამატული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით – 113:108 დასრულდა. სტუმარი გუნდის შემადგენლობაში გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა. “ორლანდოს” მაისურით პარკეტზე გატარებულ 13:16 წუთში, ქართველმა ცენტრმა 13 ქულის, 6 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
გოგა ბითაძის 15 წუთი და 3 ქულა – ორლანდო ლეიკერსთან დამარცხდა
NBA-ის რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში, გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქი” “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” სტუმრად დაუპირისპირდა და 105:111 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგოა ბითაძემ ითამაშა. 23 წლის ქართველი სათადარიგოთა სკამზე იყო, პარკეტზე კი 14:40 წუთი გაატარა და 3 ქულის, 4 მოხსნის, 1 შედეგიანი გადაცემისა და 1 ჩაჭრის მოგროვება შეძლო. გოგა ბითაძის გუნდისთვის ეს სეზონში 43-ე მარცხი იყო, […]
7 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი – მამუკელაშვილის სან ანტონიომ ბითაძის ორლანდო დაამარცხა | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “სან ანტონიოსა” და “ორლანდოს” დაპირისპირება შედგა. სან ანტონიოში, “AT&T Center”-ში გამართული უხვქულიანი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 132:114 დასრულდა. NBA-ის ქართველი გულშემატკივარი მატჩს დიდი მოლოდინით ელოდა – საკმაოდ დიდი იყო იმის ალბათობა, რომ მაყურებელს ქართული დაპირისპირება ეხილა, თუმცა გოგა ბითაძეს “ორლანდოს” რიგებში არ უთამაშია. “სან ანტონიოს” ქართველ ლეგიონერს კარგი მატჩი […]