იუვენტუსმა სუპერლიგიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო
ტურინის “იუვენტუსმა” ევროპის სუპერლიგიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო. “ბიანკონერის” წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ “რეალისა” და “ბარსელონას” მესვეურებთან მოლაპარაკებები დაწყებულია, რათა იტალიური ფეხბურთის ფლაგმანმა კლუბმა, პროექტიდან გასვლა შეძლოს. მიმდინარე წლის ივნისში, კლუბმა დაადასტურა, რომ “რეალსა” და “ბარსელონას” წერილობითი ფორმით მიმართეს, რათა სუპერლიგიდან გასვლის პროცესი დაწყებულიყო. ცნობილია, რომ “იუვენტუსს” სუპერლიგის დასატოვებლად, ესპანური გრანდების თანხმობა სჭირდება. შეგახსენებთ, ევროპის სუპერლიგის […]
ალ აჰლიმ პოგმას 3 წელიწადში 150 მილიონი ევრო შესთავაზა
,,ალ აჰლი” ტურინის ,,იუვენტუსის” ნახევარმცველის, პოლ პოგბას გადაბირებას ცდილობს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არაბულმა კლუბმა 30 წლის ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რა დროშიც პოგბა 150 მილიონ ევროს მიიღებს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, ,,ალ აჰლიმ” ფრანგს 100-მილიონიანი შეთავაზებით (3 წელიწადში) უკვე მიმართა, რაზეც უარი მიიღო. ,,იუვენტუსი” ნახევარმცველის გაყიდვას ზაფხულის სატრანსფერო […]
,,იუვენტუსის” ახალი სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, გუნდში ორი ფეხბურთელის მიყვანას გეგმავს. ჯუნტოლი და ტურინული კლუბის მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი შეთანხმდნენ, რომ ,,ბებერი ქალბატონების” მთავარი სატრანსფერო სამიზნეები სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) და დომენიკო ბერარდი (სასუოლო) იქნებიან. მილინკოვიჩ-სავიჩმა გასულ სეზონში 47 შეხვედრა ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. ბერარდის ანგარიშზე კი […]
“ინტერის” სპორტულმა დირექტორმა – პიერო აუზილიომ იტალიურ მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით “ინტერი”, “იუვენტუსი” და “რომა” აქტიურად ინტერესდებოდნენ, თუმცა, კოვიდპანდემიის შემდეგ “ნაპოლიმ” სიტუაციით ისარგებლა და ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავის ტრანსფერი მინიმალურ ფასად განახორციელა. “ნერაძურის” სპორტულმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კვარაცხელია მხოლოდ იმიტომ არ შეიძინეს, რომ კონტესა და მოგვიანებით ინძაგის 3-5-2 ფორმაციაში მსგავსი ტიპის ფეხბურთელის […]
იუვენტუსი 5 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს
იმისათვის, რომ ,,იუვენტუსმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ბიუჯეტი გაზარდოს, გუნდი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტურინული კლუბი ახალ ფეხბურთელებს იქამდე ვერ გაიფორმებს, სანამ არსებული შემადგენლობიდან ვინმეს არ გაუშვებს. ,,იუვეს” ხელმძღვანელთა აზრით, არტურის, დენის ზაქარიასა და უესტონ მაკკენის გაყიდვით გუნდი დაახლოებით 50 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი […]
ანხელ დი მარიამ იუვენტუსიდან წასვლის შესახებ განაცხადა
არგენტინელმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ, ტურინის ,,იუვენტუსი” დატოვა. ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა: ,,მივდივარ მშვიდად, რადგან ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ტიტულები მოგვეპოვებინა, თუმცა ვერ შევძელით. მივდივარ წარუმატებლობის მწარე გემოთი. მადლობა ჩემს მეგობრებს იმ სიყვარულისთვის, რომელიც მაჩუქეს. მოსვლის პირველი დღიდან აქ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში,” – წერს არგენტინელი ინსტაგრამის პირად გვერდზე. დი მარია […]
სასამართლომ იუვენტუსს ჯარიმის გადახდა დააკისრა
დღეს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლომ ,,იუვენტუსის” საქმეზე, რომელიც ფინანსურ თაღლითობას ეხება, განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ გაითვალისწინა ტურინელთა მიერ დანაშაულის აღიარება და გუნდს ქულები აღარ დააკლო (საუბარი იყო 2-3 ქულის მოკლებაზე), თუმცა ჯარიმის სახით 718 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. რამდენიმე დღის წინ, იტალიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით ,,იუვენტუსს” 10 ქულა დააკლდა. კლუბი დამნაშავედ ცნეს სატრანსფერო გადასახადების ხელოვნურად გაზრდაში. […]
იუვენტუსი 0:1 მილანი (მიმოხილვა)
მილანი იუვენტუსთან ჟირუს გოლით დაწინაურდა | VIDEO
“ალეგრისა და მისი მოთამაშეების გამო ვწუხვარ” – ჟოზე მოურინიო
იტალიის სერია A-ს დასრულებამდე 2 ტურით ადრე, “იუვენტუსი” კვლავ დასაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ბიანკონერის” 10 ქულა დააკლდა, რის შემდეგაც ტურინული გრანდი მე-7 პოზიციაზე ჩამოქვეითდა. “იუვენტუსი” დამნაშავედ ცნეს სატრანსფერო გადასახადების ხელოვნურად გაზრდაში. პროკურორი სასამართლოსგან კლუბის 11 ქულით დასჯას ითხოვდა. ტურინული გრანდის გარშემო შექმნილ ვითარებას ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მასიმილიანო ალეგრისა და მისი ფეხბურთელების გამო წუხს. […]
სასამართლოს გადაწყვეტილებით იუვენტუსს 10 ქულა დააკლეს
იტალიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით ,,იუვენტუსს” 10 ქულა დააკლდა. ,,ბებერი ქალბატონები” დამნაშავედ ცნეს სატრანსფერო გადასახადების ხელოვნურად გაზრდაში. პროკურორი სასამართლოსგან კლუბის 11 ქულით დასჯას ითხოვდა. იანვარში იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. ქულების დაკლების გამო, გუნდი სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა. თუმცა, აპრილში ტურინელებს იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩამორთმეული ქულები დაუბრუნა და […]
შესაძლოა, იუვენტუსს 12 ქულა მოაკლონ
,,იუვენტუსი”, შესაძლოა, დაისაჯოს და სატურნირო ცხრილში 12 ქულა მოაკლდეს. ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საბოლოო ვერდიქტი ხვალ გამოცხადდება. კლუბის ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება 400 დღეზე მეტია მიმდინარეობს. პროკურატურა გუნდის 9-დან 12 ქულით დასჯას მოითხოვს. შესაძლებელია, რომ ,,ბებერი ქალბატონები” ფულადი თანხითაც დაჯარიმდნენ. სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს, თუმცა პროცესი ამით არ დასრულდება და აგვისტომდე გაგრძელდება. […]