ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ზიკომ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, “ნაპოლის” და მისი შესანიშნავი სათამაშო სტილისა და ფორმის შესახებ ისაუბრა. “ახლა მხოლოდ “ნაპოლის” მატჩებს ვუყურებ, რომელიც იტალიასა და ევროპაში ერთობა და ეს ყველაფერი ლუჩიანო სპალეტის დამსახურებით ხდება. დღევანდელ ფეხბურთში აღარ არის სიტყვა “სიურპრიზი”. ის, რომ “ნაპოლი” ევროპის მასშტაბით მხიარულ განწყობაზეა, ეს მთლიანად სპალეტის დამსახურებაა. სპალეტისგან, […]
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ჯანფრანკო ძოლამ, რომელიც კარიერის განმავლობაში “ნაპოლის” შემადგენლობაშიც თამაშობდა და იტალიის ჩემპიონატის მოგებაც მოახერხა, ამ გუნდის დღევანდელი მდგომარეობის და მისი ერთ-ერთი ლიდერის, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. “ნაპოლი მართლაც მნიშვნელოვან სეზონს ატარებს. არსებობს ორი განსაკუთრებული: კვარაცხელია და ოსიმენი – ძალიან ძლიერი მოთამაშეები, ფეხბურთელები, რომლებიც შესანიშნავად არიან ინტეგრირებული გუნდთან. დიეგო არმანდო მარადონას […]
“მე არ ვარ მწვრთნელი, რომელიც ერთ წელს ჩემპიონი გახდება და მომავალში არაფერს გააკეთებს” – ლუჩიანო სპალეტი
ხვალ “ნაპოლი” სერია ა-ში მორიგ შეხვედრას გამართავს, სადაც მისი მოწინააღმდეგე რომაული “ლაციო” იქნება. აღნიშნული შეხვედრის წინ, ნეაპოლელთა თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ მატჩზე ისაუბრა. “ლაციო” ერთი სხეულია, რომელიც მოედანზე სინქრონულად გადაადგილდება. ხვალ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ხვრელი მათ ნახევარდაცვაში და მომენტები შევქმნათ.” როგორც მოგეხსენებათ, “ლაციოს” ამჟამინდელი მწვრთნელი მაურიციო სარი “ნაპოლისაც” ედგა სათავეში და ჟურნალისტებმა […]
ლაციოს საყრდენმა ნახევარმცველმა, დანილო კატალდიმ, “ნაპოლის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის და მეტოქე გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლისთან” ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ჩვენ რთულ შეხვედრაში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს უნდა დავუპირისპირდეთ. ამიტომ, ტაქტიკურადაც მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ. ლობოტკასთან გამკლავება რთული იქნება. ჩვენ მას კომპლიმენტები უნდა ვუთხრათ, რადგან ის წარმოუდგენლად გაიზარდა სათამაშო მოედანზე და ისევე მსუბუქად თამაშობს, როგორც […]
“პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო და კვარაცხელია” – ოსიმენის გულწრფელი ინტერვიუ
ნეაპოლიტანური კლუბის ნიგერიელი ვარსკვლავი – ვიქტორ ოსიმენი, შეიძლება ითქვას, რომ კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, “ნაპოლის” ნანატრი სკუდეტოს მოპოვებაში ეხმარება. “პარტენოპეი” სერია A-ს 18-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ლუჩიანო სპალეტის გუნდის ბრწყინვალე სათამაშო ფორმას თუ გავითვალისწინებთ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელია და კომპანია ნეაპოლის ქუჩებში საჩემპიონო მსვლელობას მოაწყობენ. ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თებერვლის […]
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა, Corriere dello Sport-ის უახლესი გამოცემა საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ მისი ამჟამინდელი ღირებულება ოფიციალურ სატრანსფერო ფასს ბევრად აღემატება და ხაზს მის სწრაფ ზრდას უსვამს. “ნაპოლის მიერ გადახდილი 11,5 მილიონი კვარაცხელიას შესაძენად დღეს 943%-ით გაიზარდა. ის მზარდი პროგრესი, რომელიც კვარაცხელიას აქვს, დღეს მის […]
კვარას დამატებისთვის ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედიც ჩაერთო
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ხვიჩა კვარაცხელიას დასამატებლად ბრძოლაში ჩაერთო. caughtoffside.com-ი წერს, რომ მადრიდის “რეალისა” და “მანჩესტერ სიტის” შემდეგ, ქართველი გარემარბის დასამატებლად ბრძოლაში “იუნაიტედიც” ჩაერთო. გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას დამატება მარტივი არ იქნება და ინგლისელებს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ, რადგან იტალიელები 22 წლის ქართველი ვარსკვლავის შენარჩუნებას და ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავენ. “მხარეები შეთანხმდნენ, […]
იტალიური მედია: “2028 წლამდე – ნაპოლი კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებისთვის ემზადება”
იტალიური მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ “ნაპოლის” საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება სურს. სამხრეთული კლუბი გეგმავს, რომ ქართველ ვარსკვლავთან კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით შედეგს სეზონის დასრულების შემდეგ მიაღწიოს. მათი მიზანია, რომ სეზონის განმავლობაში დაწყებული მისიის ბოლომდე მიყვანაზე იზრუნონ და ზაფხულში ლიდერების შენარჩუნებაზე აქტიური მუშაობა დაიწყონ. “მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შეუძლიათ მარტივად გამონახონ საერთო ენა, […]
კვარა მეშვიდეა – ოქროს ბურთის მოგების ნომინანტები Goal.com-ის ვერსიით
ვებგვერდმა, Goal.com-მა, ,,ოქროს ბურთის” მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ პოზიციას კვლავ ლეო მესი იკავებს, რომელიც, გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. Goal.com-ის რჩეულთა შორის მეშვიდე ადგილზეა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც წინა რეიტინგში მე-8 პოზიციაზე იყო. ,,შესაძლოა, იფიქრებდით, რომ კვარაცხელიამ ,,აინტრახტთან” გაფუჭებული პენალტით თავისი ჯადოქრობა დაკარგა, […]
,,კვარა, გადავდოთ შენთვის რამდენიმე ბილეთი?” – ფიბას ინსტაგრამი კვარაცხელიას მიმართავს
ფიბა მსოფლიო ჩემპიონატის ინსტაგრამ-გვერდმა პოსტზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას გვამცნობენ, კომენტარებში ხვიჩა კვარაცხელია მონიშნა და დაწერა: ,,კვარა, გადავდოთ შენთვის რამდენიმე ბილეთი?” 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დღეს მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა […]
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას გამოეხმაურა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს საკალთბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას გამოეხმაურა: ,,მსოფლიო ჩემპიონატს – მოვდივართ!” – წერს ხვიჩა ინსტაგრამის პირად გვერდზე. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დღეს მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება […]
რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ემპოლისთან მატჩში?
იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ემპოლი” სტუმრად 2:0 დაამარცხა. ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა ორივე გოლში მიიღო. 22 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 71 წუთი გაატარა და Sofascore-ისგან 7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარ გუნდში პიოტრ ზელინსკის (7,6), ალექს მერეტს (7,5) ირვინგ ლოზანოს, (7,4), ამირ რაჰმანისა (7,1) და კიმს (7,4) ჩამორჩა ხვიჩა ,,ემპოლის” წინააღმდეგ ბურთს სულ […]