,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ლეო მესის შვებულება გაუხანგრძლივეს და კლუბს იანვრის დასაწყისში დაუბრუნდება: ,,გამარჯვებისა და აღნიშვნის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ მესი არგენტინაში პირველ იანვრამდე დარჩეს. ლეო გუნდს 2-ში ან 3-ში შემოუერთდება,” – გალტიეს სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს. შედეგად, მესი ,,პსჟ-ის” ორ შეხვედრას გამოტოვებს. პარიზელები ხვალ ,,სტრასბურს” ეთამაშებიან, […]