აგუერო: ,,მესის დასაბრუნებლად ბარსელონამ საკმარისი არ გააკეთა”
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, განაცხადა, რომ მესიმ ,,ინტერ მაიამიში” გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო: ,,მესის დასაბრუნებლად ,,ბარსელონამ” საკმარისი არ გააკეთა. დიახ, რაღაც კავშირი იყო ლა ლიგასთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან, მაგრამ ლეომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არ დაელოდა ბოლო წამს, როგორც 2021 წელს,” – აგუეროს სიტყვებს As-ი ციტირებს. მესიმ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ […]
Apple და Adidas – გიგანტების როლი მესის ტრანსფერში
რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე სპეკულაციები და ჭორები რეალობად იქცა – “ინტერ მაიამიმ”, MLS-მა, Apple-მ და Adidas-მა, ერთობლივი ძალებით მეგატრანსფერი განახორციელეს და ამერიკული სპორტული ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს. ფაბრიციო რომანო: მესი ინტერ მაიამის ფეხბურთელია მესიმ დაადასტურა, რომ ინტერ მაიამიში გადავიდა მესის ეფექტი – ინტერ მაიამის მილიონობით გამომწერი მოემატა MLS-ი გახდება ლიგა, რომელშიც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი […]
მესის ეფექტი – ინტერ მაიამის მილიონობით გამომწერი მოემატა
კატალონიური გრანდის გულშემატკივრები, რომლებიც ლეო მესის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდნენ, რამდენიმე საათის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ შოკში ჩააგდო. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი გამოწვევა მიიღო და კარიერას MLS-ის ბინადარ “ინტერ მაიამიში” გააგრძელებს. ლეო მესის განცხადების შემდეგ, “ინტერ მაიამის” სოციალურ ქსელში მილიონობით გამომწერი მოემატა. Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე, ჯერ კიდევ 24 საათის წინ, “ინტერ მაიამის” მხოლოდ 1 მილიონი […]
მესიმ დაადასტურა, რომ ინტერ მაიამიში გადავიდა
ლეო მესი ,,ინტერ მაიამიში” ითამაშებს. ამის შესახებ არგენტინელმა ფეხბურთელმა თავად განაცხადა: ,,მაიამიში გადასვლა გადავწყვიტე. არ ვიცი, გარიგება 100%-ით დასრულებული არის თუ არა, მაგრამ გადავწყვიტეთ, გზა იქ გაგვეგრძელებინა. ფულის საკითხი რომ ყოფილიყო, არაბეთში ან სადმე სხვაგან წავიდოდი. სიმართლე ის არის, რომ ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება ფულზე დამოკიდებული არ ყოფილა. ,,ბარსელონაში” დაბრუნება ძალიან მინდოდა, ეს ჩემი ოცნება იყო. […]
ფაბრიციო რომანო: მესი ინტერ მაიამის ფეხბურთელია
ლეო მესი კარიერას ,,ინტერ მაიამიში” გააგრძელებს. ინფორმაიას იტალიელი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, არგენტინელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ამის შესახებ მალე თავად განაცხადებს. მესი, რომელმაც ბოლო ორი სეზონი ,,პარი სენ ჟერმენში” გაატარა, MLS-ში თამაშს მომავალი სეზონიდან დაიწყებს. 35 წლის ფეხბურთელს, ამერიკული გუნდის გარდა, ,,ალ ჰილალსა” და კატალონიის ,,ბარსელონასაც” უკავშირებდნენ.
“ლეოს ბარსელონაში დაბრუნება სურს” – ხორხე მესი
არგენტინელი სუპერვარსკვლავის მომავალთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. ფრანგული და ესპანური მედია საშუალებები აქტიურად სპეკულირებენ იმის შესახებ, რომ მესი “ბარსელონაში” დაბრუნებასთანაა ახლოს. მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ის გარემოებაც ამყარებს, რომ ხორხე მესი “ბლაუგრანას” პრეზიდენტს შეხვდა და სუპერვარსკვლავის დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართა მოლაპარაკებები. ხორხე მესისა და ჟოან ლაპორტას შეხვედრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მოგვიანებით, […]
,,პარი სენ ჟერმენის” შემტევი, ნეიმარი სოციალურ ქსელში ლეო მესის დაემშვიდობა, რომელმაც გუშინ პარიზული გუნდის მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა: ,,ძმაო, ისე არ გამოვიდა, როგორც გვეგონა, მაგრამ ყველაფერი ვცადეთ. შენთან ერთად კიდევ 2 წლის გატარება სასიამოვნო იყო. წარმატებებს გისურვებ ახალ ეტაპზე და ბედნიერი იყავი. მიყვარხარ!” – წერს ბრაზილიელი სოციალურ ქსელში. 2022-2023 წლების სეზონში მესიმ ,,პსჟ-ს” შემადგენლობაში ჩატარებულ […]
ანრი: ,,მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონატი 16 გოლით და 16 ასისტით დაასრულა, მას კი თამაშის წინ უსტვინეს”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ტიერი ანრი, ,,პარი სენ ჟერმენის” ქომაგების მხრიდან ლეო მესის მიმართ სტვენას გამოეხმაურა: ,,პსჟ-ს ფანების არ მესმის. ლიგა 1-ის მოგებით მესი ამ გუნდის ისტორიაში შევიდა, მისი თამაშით სიამოვნება უნდა მიიღო. მგონი, პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლიგა 1-ის სეზონი 16 გოლით და 16 პასით დაასრულა, მას კი თამაშის წინ უსტვინეს… ობიექტური ვერ ვიქნები, […]
ლევანდოვსკი: ,,იმედი მაქვს, მესი ბარსელონაში დაბრუნდება”
,,ბარსელონას” თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი იმედოვნებს, რომ ლეო მესი კარიერას კატაონიურ გუნდში გააგრძელებს: ,,უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, შეძლებს თუ არა მესი ,,ბარსელონაში” დაბრუნებას. იმედია, დაბრუნდება… რამდენიმე დღეში, ალბათ, უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება. ვიცი, რომ მასთან ერთად თამაში ძალიან ადვილი იქნება, რადგან ლეოს თამაში თითქმის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია,” – ლევანდოვსკის სიტყვებს Marca ციტირებს. მესი ,,პსჟ-ს” შემადგენლობაში ბოლო […]
მესი პსჟ-ს დაემშვიდობა
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ დაადასტურა, რომ პარიზული გუნდის დატოვებას აპირებს: ,,ბედნიერი ვარ, რომ ,,პსჟ-ში” თამაშის საშუალება მომეცა. ასეთ კარგ ფეხბურთელებთან ერთად თამაში ჩემთვის სასიამოვნო იყო. მინდა, კლუბს საოცარი გამოცდილებისთვის მადლობა გადავუხადო,” – მესის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს. მესი ,,პსჟ-ს” შემადგენლობაში ბოლო შეხვედრას დღეს, ,,კლერმონის” წინააღმდეგ გამართავს. მიმდინარე სეზონში 35 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,პარი […]
,,ალ ჰილალი” ლეო მესის ტრანსფერის დაანონსებას მომავალ სამშაბათს აპირებს. ინფორმაციას Sport.es-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არაბულ გუნდში იმედოვნებენ, რომ არგენტინელისგან საბოლოო დადებით პასუხს სწორედ 6 ივნისს მიიღებენ. როგორც ესპანურ მედიაში იწერება, ,,ალ ჰილალი” მზადაა, ლეოს ხელფასის სახით წელიწადში 400 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც მას ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს. თავად მესის, რომელიც დღეს ,,პარი სენ […]
Top 5 ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით მესიმ რონალდუს გადაუსწრო
საფრანგეთის ლიგა 1-ის 37-ე ტურში ,,პსჟ” ,,სტრასბურს” მესის გოლით ამარცხებს. არგენტინელმა დღეს ტოპ 5 ლიგაში ჩატარებულ 577-ე შეხვედრაში 496-ე გოლი გაიტანა, რითაც კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა (პორტუგალიელის ანგარიშზე 626 მატჩში 495 გოლია). მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 40 მატჩში 21 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.