ლუის ენრიკე: ,,ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”
,,პარი სენ ჟერმენის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მისი გუნდის მთავარ მიზანზე ისაუბრა: ,,ზეწოლა მომწონს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს მეტოქეებს მეტი გამოცდილება აქვთ, არ ნიშნავს, რომ მათ დონეზე ვერ ვიქნებით. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი მიზანია. იყო ამბიციური, ეს კარგია. ჩემი სტილი ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ვიყავი ფეხბურთელი, ვთამაშობდი ,,ბარსელონაში”, დიდ გუნდებში მიმუშავია, ვიცი, რომ ფეხბურთელები […]
ლუის ენრიკე პარი სენ ჟერმენის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, შესაძლოა, ,,პსჟ” ჩაიბაროს. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იულიან ნაგელსმანთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი პარიზული გუნდის მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის უმთავრესი კანდიდატია. როგორც L’Equipe წერს, ,,პარი სენ ჟერმენში” ხაბი ალონსოსა და ტიაგო მოტას ვარიანტებსაც განიხილავენ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა მხარს ლუის ენრიკეს უჭერს.
“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციის დაკავების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტზე, ლუის ენრიკეზე ისაუბრა და თქვა, რომ ესპანელი სპეციალისტი რამდენიმე შესაძლო არჩევანს შორის პრიორიტეტს პრემიერ ლიგიდან მიღებულ შემოთავაზებებზე აკეთებს. “მე ვუთხარი, რომ მას მსგავსი საკვებისა და ადგილების პოვნა გაუჭირდება, თუმცა ლუის ენრიკესთვის ინგლისის პრემიერ ლიგა უფრო მიმზიდველია”, – თქვა აურელიო დე ლაურენტისმა. 🚨🇪🇸 Napoli […]
ნაპოლიმ ლუის ენრიკესთან მოლაპარაკებები დაიწყო
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, შესაძლოა, ,,ნაპოლი” ჩაიბაროს. ინფორმაციას Sport.es-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და იმ შემთხვევაში თუ გუნდს ლუჩიანო სპალეტი დატოვებს, ნეაპოლელთა მთავარი ფავორიტი სწორედ ესპანელი სპეციალისტი იქნება. ბოლო დროს იტალიურ მედიაში ,,ნაპოლიდან” სპალეტის შესაძლო წასვლის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი იწერება. მიმდინარე სეზონში […]
იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას საკლუბო კარიერაში, შემდეგ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ლუჩიანო სპალეტი “ნაპოლის” დატოვებს და ეს ამბავი მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს. შესაბამისად, მედიამ უკვე დაიწყო საუბარი იტალიელი სპეციალისტის პოტენციური შემცვლელების შესახებაც. აქამდე, კანდიდატთა შორის რამდენიმე სპეციალისტის სახელმა […]
ნაგელსმანი თუ ლუის ენრიკე?! – ჩელსი დიდი დილემის წინაშეა
ლონდონის “ჩელსი” ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია. ამჟამად “არისტოკრატების” დროებითი მწვრთნელი, ამავე კლუბის ლეგენდა – ფრენკ ლამპარდია, რომელიც სეზონის ბოლო კლუბს დატოვებს. ლონდონური კლუბის მფლობელის – ტოდ ბოელის თქმით, ისინი ამ ეტაპისთვის მხოლოდ 2 კანდიდატურას განიხილავენ, გერმანელ – იულიან ნაგელსმანსა და ესპანელ – ლუის ენრიკეს. მიუხედავად იმისა, რომ “არისტოკრატები” ნაგელსმანს უკვე გაესაუბრნენ და თითქმის გადაწყვეტილია, რომ […]
სიტი გვარდიოლას შემცვლელად ლუის ენრიკეს მოიაზრებს
ესპანური გამოცემა El Chiringuito-ს თანახმად, მიმდინარე სეზონის ბოლოს პეპ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” დატოვებს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, მანჩესტერელებს უკვე აქვთ წარმოდგენილი თუ ვინ შეცვლის ესპანელ სპეციალისტს. გვარდიოლას წასვლის შემთხვევაში, “ქალაქელები” გეგმავენ, რომ მათი გუნდი ლუის ენრიკემ ჩაიბაროს. ბოლო დღეებია ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პრემიერ ლიგის გუნდთან თამაშის სურვილს არ მალავს. ენრიკემ ისიც განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის […]
“მსურს ბედი პრემიერ ლიგაში ვცადო” – ლუის ენრიკე
როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოსთან განცდილი მარცხის შემდეგ, “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პოსტი დატოვა. ამ ყველაფრის შემდეგ, 52 წლის სპეციალისტმა გადაწყვიტა, რომ კვლავ დაბრუნდეს საკლუბო ფეხბურთში. ერთ-ერთ პოდკასტში ენრიკემ განაცხადა, რომ მან ესპანეთის ნაკრებთან ერთად დიდი გამოცდილება მიიღო. “მივიღე გამოცდილება, რომელსაც სიამოვნებით გავიმეორებდი, მაგრამ ჩემს თავს სხვა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვხედავ. ვგრძნობ, რომ […]
სკოლარი ლუის ენრიკეზე: ,,რა აქვს მოგებული?”
კატალონიის ,,ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება. როგორც ჩანს, ენრიკეს მხარს ბრაზილიელი სპეციალისტი, ლუიშ ფელიპე სკოლარი არ უჭერს: ,,რა აქვს მოგებული? საჭიროა, რომ რაღაც შედეგი ჰქონდეს… ის ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ ყველაფერი წააგო? მაშინ, რას ნიშნავს, რომ კარგი მწვრთნელია?” – სკოლარის სიტყვებს Football Espana ციტირებს. […]
ოფიციალურად: ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებიდან გაუშვეს
რამდენიმე წუთის წინ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ 2022 წლის მუნდიალზე ნაადრევად დასრულებული ასპარეზობის გამო, ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად გათავისუფლებულია. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა, ლუის ენრიკესა და მის გუნდზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულმა ხელმძღვანელობამ, პრეზიდენტს გადასცა მოხსენება, რომელშიც დგინდება, რომ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის ახალი პროექტი […]
მუნდიალი 2022 | “ამ ყველაფერზე პასუხს მე ვაგებ” – ლუის ენრიკე
მაროკოს ნაკრებთან განცდილმა მარცხმა ესპანეთი 1/8 ფინალიდან გამოაგდო. უგოლო ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ საქმე პენალტებამდე მიდგა, სადაც ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა ვერცერთი პენალტი გაიტანეს. მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გუნდის მარცხზე პასუხს ის აგებს. ” შემდეგ კვირაში ჩემი მომავლის შესახებ ვიმსჯელებ, ახლა შესაფერისი მომენტი არ არის. ამ ყველაფერზე პასუხს მე ვაგებ.” 23:00 […]
ლუის ენრიკე: ,,მაროკო მუნდიალზე ყველაზე კარგად მომზადებული გუნდია”
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მაროკოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩვენი საფეხბურთო იდეის შეცვლას არ ვაპირებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ 90 წუთის განმავლობაში დომინანტები უნდა ვიყოთ, რადგან უმაღლესი დონის გუნდების, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების წინააღმდეგ ვთამაშობთ. მიზნის მიღწევის დიდ სურვილს თითოეულ მოთამაშეში ვხედავ. უკვე პლეი-ოფში ვართ, რაც ზედმეტ დაძაბულობას ქმნის, თუმცა განწყობა ოპტიმისტურია. მაროკო შესანიშნავი […]