ბექა გორგაძე სარაგბო ოსკარზეა წარდგენილი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ფრანგული “პოს” კაპიტანი – ბექა გორგაძე, უპრესტიჟულეს ინდივიდუალურ სარაგბო ჯილდოზეა ნომინირებული. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, “პოს” მესამეხაზელი სარაგბო ოსკარის ოქროს პრემიაზეა ნომინირებული. Midi Olympique-ს Oscars midol-ის დაჯილდოება 23 ივნისს გაიმართება. ბექა გორგაძისთვის ხმის მიცემა Midi Olympique-ს ვებ-ვერდზე-ა შესაძლებელი. შეგახსენებთ, Midi Olimpique-ს რჩეულთა შორის სხვადასხვა დროს ორი ქართველი მორაგბე დასახელდა. პირველად […]
მამუკა გორგოძე: ,,ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური წარმატება 2015 წელს ტონგასთან მოგება იყო”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა მორაგბემ, მამუკა გორგოძემ, World Rugby-სთან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდილება გაიხსენა და გამორჩეული მომენტები დაასახელა: ,,მსოფლიო ჩემპიონატზე თითოეული თამაში დაუვიწყარი იყო. ოთხ მსოფლიოზე ვითამაშე, მაგრამ, ასე რომ გამოვარჩიოთ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური წარმატება 2015 წლის ჩემპიონატი და ტონგასთან გამარჯვება იყო. ჩემს პირად ინტერესებს გუნდზე წინ არასდროს არ ვაყენებდი, მაგრამ ზელანდიასთან მატჩში საუკეთესოდ […]
რაგბის კავშირის 2022 წლის საერთო კრება
23 დეკემბერს თბილისი „მარიოტში“ საქართველოს რაგბის კავშირის საანგარიშო საერთო კრება გაიმართა, რომელსაც 34 ნამდვილი წევრიდან 31, ასევე გამგეობის წევრები დაესწრნენ. კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა და გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ, დამსწრე საზოგადოებას 2022 წლის ანგარიში ჩააბარეს; გააცნეს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მოგვიანებით ერთხმად დაამტკიცეს. შევიდა ცვლილება სრკ-ს წესდებაში, 25-ე მუხლს დაემატა […]
“მაისაშვილი თითოეულ მორაგბეზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარ შვილზე” – მამუკა გორგოძე
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების, ფრანგული “მონპელიესა” და “ტულონის” ლეგენდა – მამუკა გორგოძე, Rugger.info-სთვის მიცემულ ინტერვიუში, საინტერესო თემების შესახებ საუბრობს და ლევან მაისაშვილის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს. მომენტი, როდესაც მამუკა გორგოძემ ტულონის გასახდელში დანა ამოიღო იძულებული ვიყავი შემძულებოდა მოწინააღმდეგე, რათა გავძლიერებულიყავი კარიერის სტარტის, “მონპელიეს”, “ტულონისა” და ბერნარ ლაპორტის შესახებ საუბრის შემდეგ, გორგოძემ “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელის […]
ჩაერთე რაგბიში – ოთხმხრივი მემორანდუმი მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსნებთან ერთად
დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“, ქართული რაგბისა და ახალგაზრდობისთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მსოფლიო რაგბის პროექტი – „ჩაერთე რაგბიში“, ამიერიდან ქართულ სკოლებში ამოქმედდება და ქართულ რაგბის მნიშვნელოვან ბენეფიტებს მოუტანს. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი […]
“იძულებული ვიყავი შემძულებოდა მოწინააღმდეგე, რათა გავძლიერებულიყავი” – მამუკა გორგოძე
გავლენიანი ფრანგული მედია საშუალება – Rugbyrama მამუკა გორგოძის შესახებ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. ავტორიტეტულ გამოცემაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ტულონის” ლეგენდის შესახებ გამოქვეყნებულ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ. გორგოძე: „ყველას ვალია, სამშობლოსთვის იმაზე მეტი გაიღოს, ვიდრე შეუძლია“ საფრანგეთში მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი აღიარეს! World Rugby მამუკა გორგოძეს დაემშვიდობა Rugbypass-ის დიდების დარბაზი – მამუკა გორგოძე მსოფლიო […]
მომენტი, როდესაც მამუკა გორგოძემ ტულონის გასახდელში დანა ამოიღო
სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ლეგენდა – ბრაიან ჰაბანა, მამუკა გორგოძეს ყველაზე საშიშ მორაგბედ ასახელებს. ჰაბანამ “ტულონის” გასახდელში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, რომელშიც “გორგოძილა” და არანაკლებ ლეგენდარული მა’ა ნონუ ფიგურირებდნენ. მამუკა გორგოძე ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ფრანგულ სარაგბო კლუბში 6 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა. იმ დროს “ტულონს” ბერნარდ ლაპორტი წვრთნიდა და სარაგბო კლუბში ისეთი სახელოვანი მორაგბეები ირიცხებოდნენ, როგორიცაა: […]
RUGBY WORLD | დავით ნინიაშვილის აღზევება
მსოფლიო რაგბის ჟურნალი RUGBY WORLD საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” ვინგერის – დავით ნინიაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გავლენიანი გამოცემა, ახალგაზრდა ქართველი მორაგბის პროგრესს ეხმაურება და ნინიაშვილის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ წერს. ამომავალი ვარსკვლავი ევროპის მასშტაბით ბრწყინავს დავით ნინიაშვილი ზედმეტად მორცხვია, როდესაც საქმე ეხება კითხვას, თუ რას თვლის მის ძლიერ მხარედ. მაგრამ, საქართველოს […]
მამუკა გორგოძე – ერთადერთი არაახალზელანდიელი და არასამხრეთაფრიკელი დიდების დარბაზში
სარაგბო გამოცემა – Rugbypass-ი ყველა დროის საუკეთესო თხუთმეტეულს ასახელებს, რაშიც მონაწილეობას გამოკითხვის საშუალებით მკითხველი იღებს. ამ მომენტისთვის გუნდი 10 მორაგბითაა დაკომპლექტებული, რომელთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, მამუკა გორგოძეცაა. 8 ნომრის პოზიციაზე, გორგოძის გარდა, არაერთი ლეგენდარული მოთამაშე იყო ნომინირებული, თუმცა, ხმათა უმრავლესობით, სიმბოლურ გუნდში სწორედ ქათველი მოხვდა. დღეს Rugbypass-მა გორგოძეს სტატია მიუძღვნა, სადაც ხაზგასმულია, […]
Rugbypass-ის დიდების დარბაზი – მამუკა გორგოძე მსოფლიო რაგბის ლეგენდებს შორის!
გავლენიანმა სარაგბო გამოცემა Rugbypass-მა დიდებათა დარბაზში სახელოვანი ქართველი მორაგბე – მამუკა გორგოძე შეიყვანა. 8 დეკემბერს, Rugbypass-ის ადმინისტრაციამ დიდებათა დარბაზში 12 საუკეთესო 8-ნომერი შეიყვანა. დასახელებულ 12 ლეგენდარულ მორაგბეს შორის საუკეთესოს გამოვლენა, Rugbypass-მა საკუთარ მკითხველს მიანდო. ფანების გამოკითხვის შედეგად, ყველაზე მეტი ხმის მიმღები მორაგბეებისაგან სიმბოლური გუნდი დაკომპლექტდება. აღსანინავია, რომ გამოკითხვაში მამუკა გორგოძე ხმათა სოლიდური რაოდენობით ლიდერობს. ლეგენდარული […]
Rugby World Georgia – საქართველოში გამოვა
საქართველოს რაგბის კავშირსა და ბრიტანულ მედია-გიგანტ Future plc-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ინგლისი რაგბის სამშობლოა. აქ გაგორდა პირველად ოვალური ბურთი. ეს ქვეყანა მსოფლიოს ლიდერთა შორისაა პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ლონდონი მსოფლიოს ფინანსური დედაქალაქიცაა. ამიტომ, ცხადია, საქართველოს რაგბის კავშირისთვის, ამ ქვეყანასთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა პრიორიტეტულია. ასევე დიდი პატივია ისეთი დონის გიგანტ კომპანიასთან თანამშრომლობა, […]
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე
რაგბის კავშირის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 100-მდე მოედანი მოეწყობა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, “აია არენაზე” რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასა და მორაგბეებთან შეხვედრისას განაცხადა. 45 ლოკაციაზე სარაგბო მოედნების მოწყობის ინიციატივით საქართველოს მთავრობას რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მიმართა. რაგბის განვითარების გეგმის მოწონების შემდეგ მან აღნიშნა, რომ საუბარია სამი სხვადასხვა ტიპის […]